როგორ გვეხმარება ბადები სიცოცხლის გახანგრძლივებაში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ? - Marao

როგორ გვეხმარება ბადები სიცოცხლის გახანგრძლივებაში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

2024-04-24 10:39:13+04:00

ბადები, იგივე ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და მათი კომპოზიციები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, სულ უფრო პოპულარული ხდება. მათი მეშვეობით შესაძლებელია მინერალებისა და ნუტრიენტების ბალანსის აღდგენა ან ორგანიზმის ისეთი აუცილებელი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით შევსება, რასაც საკვებთან ერთად ვერ ვიღებთ. 

ბადებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ:

  • კვების კორექცია;

  • იმუნიტეტის გაძლიერება;

  • სხვადასხვა დაავადების პრევენცია, მათ შორის, ქრონიკულის;

  • კანის, თმისა და ფრჩხილების გაძლიერება და სხვა. 

არსებობს საკვები დანამატების სხვადასხვა კლასიფიკაცია და მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის ეფექტი და გამოყენების წესი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამასთან, ბადების მიღებისას სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. 

ერთ-ერთი კლასიფიკაციის მიხედვით, ბადები დაყოფილია ჯგუფებად: ნუტრიცეპტიკები, ეუბიოტიკები და სამკურნალო მცენარეები:

  • ნუტრიცეპტიკები ბიოლოგიურად აქტიური დანამატებია, რომლებიც ავსებს ორგანიზმში სხვადასხვა ნუტრიენტის დეფიციტს, როგორებიცაა ვიტამინები, მინერალები, მაკრო და მიკროელემენტები, ცილები, ამინომჟავები, ომეგა 3, ცხიმოვანი მჟავები და სხვა. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ნუტრიენტების უმრავლესობა ორგანიზმში არ სინთეზირდება და მიიღება საკვები პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ გადატვირთული რეჟიმისა თუ სხვა მიზეზების გამო დაბალანსებულად კვებას ვერ ვახერხებთ, განვიცდით ნუტრიენტების დეფიციტს და აუცილებელი ხდება მათი საკვები დანამატის სახით შევსება. 
  • ეუბიოტიკებს მიეკუთვნება საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს პრობიოტიკებს, ანუ სასარგებლო ბაქტერიებს. ისინი აღადგენენ კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობენ ვიტამინების მიკრო და მაკროელემენტების ათვისებას. 
  • სამკურნალო მცენარეებში გაერთიანებულია ვალერიანის, პასიფლორას, ჟენშენის, ნივრის, გრავიოლას, ალოეს, შტოშისა და სხვა მცენარეებისა თუ მათი კომპლექსების საკვები დანამატები. ისინი უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, მატონიზირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები.

გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი გამოფიტულია და სეზონური ვირუსებიც აქტიური, იმუნურ სისტემაზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. საკვები დანამატები, რომლებიც მის გაძლიერებაში დაგვეხმარება, არის: D ვიტამინი, C ვიტამინი, თუთია და სელენი. ისინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს გართულებების რისკს. 

 

საკვები დანამატები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებაში დაგვეხმარება, არის როგორც პრობიოტიკები, ანუ სასარგებლო ბაქტერიები, ისე საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, საკვები ბოჭკოები, აბსორბენტები, დეტოქსიკანტები და ა.შ. მათი მეშვეობით შეგვიძლია გავიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება და შევამციროთ დისკომფორტი მუცლის არეში. 

საკვები დანამატები გვეხმარება გავიუმჯობესოთ ასევე გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ნერვული, საშარდე, ძვალსახსროვანი და სხვა სისტემები. 

თანამედროვე მედიცინა ბადების კიდევ უფრო ეფექტიან ფორმულებს გვთავაზობს, რომლებიც საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და მათი მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს. 

R