ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ვიდეოს აქვეყნებს და დეტალურად საუბრობს იმ ქმედებებზე, რომლებიც იმ ადამიანებმა უნდა განახორციელონ, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ.
" გული მისკდება, ხალხო! ეს რა დღეში ვართ? აუცილებელია სქესობრივი განათლება სკოლებში" - თამუნა მუსერიძე ანონიმურ წერილს აქვეყნებს
[ვიდეო] BBC-მ თამუნა მუსერიძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა: "ვეხმარები დედებს, რომლებიც შვილებს ეძებენ. შვილებს, რომლებიც ექიმებმა დაბადებისას მოიტაცეს და გაყიდეს"
„ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეჭვდება იმაში, რომ მისი ოჯახის წევრი, მისი შვილი, და, ძმა ან ნათესავი სამშობიაროში არ არის გარდაცვლილი.
ერთი და იგივე შინაარსის მესიჯები შემომდის და გადავწყვიტე, ჩავწერო ვიდეო“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.
თამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა წლების მანძილზე თავადაც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა ამ დრომდე მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო:
"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა, როგორც ვხედავ, იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს (ჩემი მშობელი), რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ" - ამბობდა თამუნა.
თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებული იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ.