ნინი ბადურაშვილი „ინსტაგრამის“ გამომწერებს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს უზიარებს: მომღერალი ყვითელ ორეულში შესანიშნავად გამოიყურება და მისი სტილის, როგორც ყოველთვის, დიდ მოწონებას იმსახურებს:
ცნობილი ქართველი დედა-შვილები, რომლებიც დებივით გამოიყურებიან
"მხიარული დედა-შვილი" - ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს
ნინი ბადურაშვილის ბიოგრაფია
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ნინი ბადურაშვილის ქმარი
ნინის ქმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო. 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამასთანაც ხშირად ატარებს დროს.
ირაკლი კუტალაძე ამბობდა, რომ ნინიმ ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, ''კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა...ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები''.
ირაკლი ამბობდა, რომ ნინის ოჯახის წევრები და მეგობრები მისადმი ცივ დამოკიდებულებას არ მალავდნენ. ლალი ბადურაშვილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნინი მოსკოვში მთელი დღე მარტო იყო სახლში, რადგან ირაკლი მისთვის დროს ვერ პოულობდა. ხალხის ნაწილი, იმასაც ამბობდა, რომ ქორწინება ანგარებით შედგა, თუმცა რეალურ მიზეზებზე არც ნინის და არც ირაკლის უსაუბრიათ.2017 წელს ირაკლიმ მეორე ოჯახი შექმნა, მას უმშვენიერესი ცოლი და ერთი შვილი ჰყავს. ირინკა შინკარევა და პატარა გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.