„ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ, ეს მცდარი აზრია" - ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი - Marao

„ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ, ეს მცდარი აზრია" - ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი

2024-04-25 15:09:38+04:00

„სუხიშვილების" მოცეკვავეები, ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი, „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ: 

მარიამი: „მეუღლემ ჩვენი ქორწილის წინა დღეს ისწავლა ქართული ცეკვის მონახაზი, თან, ფაქტობრივად, სუხიშვილების წინაშე იცეკვა. ძალიან ამაყი ვიყავი“.

ნათია ბაკურაძე: „16 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა... ცეკვა აღარ მინდოდა. რაღაც პერიოდი საერთოდ გავჩერდი“.

მარიამი: „ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ. ეს მცდარი აზრია, ასე რომ იყოს, ვარჯიშის დროს წავიქცეოდით“.

ნათია: "პროექტ "კუნძულში“ გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებული გავხდი და უფრო მეტად შევიყვარე საკუთარი თავი“.

  • მათიაშვილები - თეა დარჩიას შვილები და ოჯახური კადრები 
  • თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ილიკო - უმცროსი ილიკო სუხიშვილი 52 წლისა: საინტერესო ამბები ქორეოგრაფის შესახებ 

ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე ნათია ბაკურაძე წლებია ცეკვავს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. საქმის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს, თუმცა დანაკლისს მაყურებლების სიყვარული უმსუბუქებს. 

"როცა საბალეტო სკოლა დავამთავრე, ცეკვის გაგონებაც არ მინდოდა - რატომღაც, 16 წლისამ ცეკვაზე გული ავიცრუე. შეიძლება გარდატეხის ასაკის ბრალი იყო. თან, ამას ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდი დაემთხვა - მამა გარდამეცვალა... მოკლედ, არაფერი აღარ მინდოდა. რამდენიმე წელი საერთოდ "გაჩერებული" ვიყავი. მერე, როცა ნელ-ნელა ძალა მოვიკრიბე და ჭკუაში ჩავვარდი, გადავწყვიტე, მეცეკვა..." - ამბობდა ნათია.

მარიამ მათიაშვილი ასევე ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. მან სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. ქორწილს უამრავ სხვა ცნობილ სახესთან ერთად ნინო სუხიშვილიც ესწრებოდა. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!" - ამბობდა თეა დარჩია.