ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და, განსაკუთრებული გარეგნობის, ინტელექტისა და პროფესიონალიზმის გამო მალევე შეიყვარა კიდეც.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.
თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად ბიზნესის სფერო აირჩია.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.
"კარგად მახსოვს, ინტერვიუში ვისაუბრე, რომ მიყვარს სპორტი, ხოლო, შეკითხვაზე, როგორი მამაკაცები მომწონდა, ვუპასუხე, - სპორტული აღნაგობის-მეთქი. გავიდა წლები და გავხდი სპორტსმენის მეუღლე, მასთან ერთად უცხოეთში გადავედი საცხოვრებლად და მოდელის კარიერაზეც უარი ვთქვი.
როცა პოდიუმზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ არ ვემსახურებოდი საქმეს, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი. კულისებში ყოფნა უფრო მომწონდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯს ვმართავ, ის დრო და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მახსენდება. ეს სურვილიც ამისრულდა, ანუ წინა პლანზე ყოფნა არასდროს მხიბლავდა. სამოდელო კარიერა ავტოკატასტროფის შემდეგ დავასრულე. მაშინ მძიმედ დავშავდი. ოთხი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, ყავარჯნების გარეშე ვერ დავდიოდი. ფაქტობრივად, იმდენად ამოვვარდი ჩემი საქმიანობიდან, რომ დაბრუნების სურვილი აღარც გამჩენია", - ამბობდა ლიკა კვარაცხელია.