ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ერთი დღის კვებას გვიზიარებს:
"საუზმე: უგლუტეინო პური, ყველი, კვერცხი (იშვიათად), ავოკადო (იშვიათად).
ხემსი: ხილი ან ჩირი
სადილი: მჭადი, ფხალი, თევზი, კარტოფილი, ხორცი, ბოსტნეული.
ვახშამი: სალათა ან რამე მსუბუქი
სინამდვილეში ჩემი შედეგი მხოლოდ ნებისყოფისგან შედგება, ნებისყოფის გამომუშავება კიდევ ნებისმიერ ასაკში შეიძლება."
გამომწერების კითხვაზე: "როგორ შეიყვარე საკუთარი თავი?" - ნანუკა პასუხობს:
"არ ვიცი, რამდენად სწორია, რასაც გეუბნებით, მაგრამ ფსკერზე ხელის დადებით, აი, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, მაქედან დავიწყე ათვლა, როცა შიშს ჩავხედე თვალებში."
ნანუკა ჟორჟოლიანის ტრანსფორმაცია და დიეტა
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
ნანუკა წონის კლებასთან ერთად აქტიურად მიმართავს თავის მოვლის პროცედურებსაც. სასარგებლო რჩევებს, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ის გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
"მაშ ასე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა, რომ 29 კილო მაქვს დაკლებული... ათვლას ვიწყებ, როცა ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე... ეს წონა ბოლოს ვიყავი საბას გაჩენამდე... აღარ ავიწონები 1 წელი... რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, მთავარია, ჩვენ მოგვწონდეს საკუთარი თავები... სულაც არაა საჭირო გახდომა, საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული და თუ ამის ერთ-ერთი ხელსაწყო წონის კლებაცაა, მაშინ ოკ", - წერდა ნანუკა ბოლოს სოციალურ ქსელში.