მანიკა ასათიანსა და სალომე ღვინიაშვილს ქართველი მაყურებელი საკმაოდ კარგად იცნობს. ამჯერად სოციალურ ქსელში მათი ახალი ვიდეო ვრცელდება. ყველა აღნიშნავს, რომ ორივე შესანიშნავად გამოიყურება.
მანიკა ასათიანი
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას. მისი ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამორჩეულია პროექტი "ვინ ვინ არის", სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
"მანიკა ჩემ თვალწინ გაიზარდა. მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო - მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია - როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ თავისი თავის ფასი იცის. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა? - ყველა აფთიაქთან აჩერებდა, კულისებში მოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადასხმები გამიკეთეს. ამ დროს პარტნიორს ძალიან დიდი ძალა აქვს" - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე მანიკა ასათიანის შესახებ.
სალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას...„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.