25 წლის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფიგურაა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა "მის საქართველო 1997"-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ: ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში საქმიანობს; გუგა, რომელიც მამის გზას აგრძელებს და ყველაზე უმცროსი ანდრია, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.
ამჯერად თაკო უმცროსი დის ანას ვიდეოს აქვეყნებს:
ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.
გუგა ნაცვლიშვილი
გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას მიჰყვება და კალათბურთელია, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა რიგა ზელიმ, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. გუგამ გასული სეზონები ესპანეთში, კანარიასის ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა.
ყველაზე უმცროსი, ანდრია ნაცვლიშვილი ჯერ სკოლის მოსწავლეა და რა გზას აირჩევს, უცნობია.