ეს ვიდეო წარწერით - "და მართლაც Beatles-ებზე მეტად მიყვარხარ, ბა" - ნატალია ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ბაბუამ, ზურა ყიფშიძემ, “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, კრიტიკულად უპასუხა.
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ზურა ყიფშიძე.
ბაბუის კომენტარს ნატალიაც გამოეხმაურა:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით, სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.