ერთი მსახიობის ამბავი: ლიანა მიქაშავიძე - "ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან... დაჭრილები გამოგვყავდა ბრძოლის ველიდან" - Marao

ერთი მსახიობის ამბავი: ლიანა მიქაშავიძე - "ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან... დაჭრილები გამოგვყავდა ბრძოლის ველიდან"

2024-04-27 20:32:05+04:00

ქართული თეატრის მსახიობი ლიანა მიქაშავიძე 1938 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. იგი დიდი ხნის განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო. 

  • ერთი მსახიობის ამბავი: მურმან ჯინორია - "ერთია, რომ მე არ მიღალატია ჩემი საქმისთვის, მაგრამ ხელოვნებამაც არასდროს მიღალატა" 
  • ვინ იყო მიზია გოდებსკა - მეტოექობა ქართველ რუსუდან მდივანთან, ტრაგიკული სასიყვარულო სამკუთხედი და მეგობრობა კოკო შანელთან 

იყო აფხაზეთის ქალთა საბჭოს წევრი თბილისში და ქალაქის საბჭოს დეპუტატი სოხუმში. აფხაზეთის ომის პირველი დღიდან იყო დაჭრილ მეომართა დახმარებისა და ხსნის კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს „მოამაგე“-ს წოდება.შესრულებული აქვს როლები: ლელა („მთაში ნათქვამი“), მზევინარი („მოკვეთილი“), ფლორელა („ცეკვის მასწავლებელი“), ჯები ედოლბორტი („მარიამ ტიუდორი“), დედოფალი („სამი მუშკეტერი“), ეკა შერვაშიძე („ჰაკი აძბა“), დარეჯანი („მარიამ დედოფალი“), ნუციკო („სანამ ურემი გადაბრუნდება“), ანიკო („მარადისობის კანონი“), პეპენელა („მილიონრები“) და სხვა. 

"ჩემი მშობლები მოზარდ-მაყურებელთა თეატრის პირველი თაობის მსახიობები იყვნენ. სახლში დამტოვებელი როცა არ ჰყავდათ, მეც თეატრში დავყავდი, კულისებში გავიზარდე. მამაჩემი  სოხუმში მიიწვიეს და ოჯახი იქ გადავედით, თეატრის შენობაში ვცხოვრობდით. 

ერთხელ მარინე თბილელი ჩამოვიდა. მახსოვს ისეთი ლამაზი იყო... მის რეპეტიციებს ვესწრებოდი.. 5-6 წლის ვიყავი მაშინ.  იდგმებოდა სპექტაკლი "მეწაღის ჯადოქარი ცოლი" - მაშინ რეჟისორმა პირველად დამასაქმა. პრემიერის დღე მახსენდება... უამრავი თაიგული მივიღე. 

სხვა პროფესია არც კი წარმომედგინა... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სასცენო ცხოვრება ამ სპექტაკლიდან დაიწყო. თეატრში თამაში სკოლის პერიოდშიც გავაგრძელე. 9 წლის ასაკიდან ცეკვა დავიწყე. 

ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან, შეიქმნა დაჭრილ მეომართა დახმარების დედათა კომიტეტი. დიდი როლი ვითამაშეთ იმ პერიოდში. დაჭრილები გამოგვყავდა ბრძოლის ველიდან. ვუვლიდით, საავადმყოფოებში ვეხმარებოდით, ძალიან ბევრი სოხუმის თეატრის მსახიობი დაიღუპა. ყოველთვის ვფიქრობ სოხუმზე, ჩემს სახლზე, ყველაფერი ჩემით ხელით მქონდა გაკეთებული" - ამბობს ლიანა მიქაშავიძე.