ზურა ყიფშიძის განმარტება შვილიშვილის შესახებ: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუ­მო­რით!" - Marao

ზურა ყიფშიძის განმარტება შვილიშვილის შესახებ: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუ­მო­რით!"

2024-04-29 13:46:25+04:00

"ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს რომ ავ­ყვეთ, ვერ გავ­ჩერ­დე­ბით, მე რომ ჩემს შვი­ლიშ­ვილს კო­მენ­ტა­რი და­ვუ­წე­რე ნა­ხევ­რად იუ­მო­რით, ისე­თი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მი­ვი­ღე, სასაცილოც კია. სირ­ცხვი­ლია, რა ამ­ბა­ვიც აა­გო­რეს. ნა­ტა­ლი­კო ჩემი ახალგაზრდობის მუ­სი­კას უს­მენს, „ბითლზის” ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბოლო ოთხი ფოტო სწო­რედ მას ვა­ჩუ­ქე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუ­მო­რით! რა ვი­ცო­დი, თუ ასეთ აჟი­ო­ტაჟს გამოიწვევდა, თო­რემ სულ არ დავ­წერ­დი არა­ფერს, ისე ვე­ტყო­დი, ყურ­ში…

მწყინს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გეს, რა და რო­გორ არის, იყე­ნე­ბენ მათ და ესაა სა­წყე­ნი. ეს ბავ­შვე­ბი უჭ­კუ­ო­ე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი რომ იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე არაა, პი­რი­ქით, აზროვნებენ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და უც­ბად… რა არის ეს?!

ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ნი­კუ­შა 23 წლი­საა და ახ­ლაც ჩემ­თა­ნაა, ნა­ტა­ლია გა­და­ვი­და, თო­რემ ხში­რად მო­დის, თა­ვის პა­ტა­რა და-ძმას ეფე­რე­ბა, უვ­ლის. მწყინს, რომ ალექ­სან­დრე, ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი, ცოტა დაგ­ვე­კარ­გა. გე­ნი­ო­სი ბი­ჭია. მე და ნა­ტა­ლი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ურთიერთობა გვაქვს, რო­გო­რიც ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს", - ამბობს ზურა ყიფშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. 

ნატალია ყიფშიძე და ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძემ, “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში ნატალია ყიფშიძის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, კრიტიკულად უპასუხა. 

  • "და მართლაც Beatles-ებზე მეტად მიყვარხარ, ბა" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომეტარის შემდეგ 
  • "ორი ბავშვი გიყურებს, ერთი ტირის, ერთი იცინის - გავგიჟდი; შენ შენი საქმე გაქვს თან გაფუჭებული, შეურაცხყოფილი ხარ, ქალმა დაგტოვა და კინაღამ გადავირიე" - გიორგი ყიფშიძე 

“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ზურა ყიფშიძე.

 ბაბუის კომენტარს ნატალიაც გამოეხმაურა:

“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ, განსაკუთრებით, სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად”.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ნატალია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ის სხვადასხვა სოციალური ქსელისა თუ ტელეკომპანიის საშუალებით ღიას აფიქსირებს აზრს, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრტიულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ამის გამო, როგორც ჩანს ის კრიტიკის ობიექტი გახდა და მის ეროვნებასა და წარმომავლობასაც შეენენ. ცოტა ხნის წინ კი  მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ოჯახის წევრებსა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. ნატალია წერდა, რომ ნახევრად სომეხია, ნახევრად ქართველი და ამით ამაყობს.