„საქსტატის“ 2024 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 694.6-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე შობადობის მაჩვენებელი იკლებს, კერძოდ, 2020-დან 2023 წლამდე ეს რიცხვები ასე გამოიყურებოდა - 46 520, 45 946, 42 301, 40 214, ჩვენს ქვეყანაში მაინც ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია. ქვემოთ სწორედ იმ ცნობილი სახეების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ:
გამორჩეული სილამაზის მქონე ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, პირად ცხოვრებაზე მედიასთან ბევრს არ საუბრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი მაინც მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცნობილი დიზაინერის შვილები პოპულარულები არიან და მიუხედავად მათი ასაკისა, წარმატებულად ცხოვრობენ.
კახი ჟორდანია კი ბიზნესმენია. ის რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველია. კახი ჰოლანდიის პირველ დივიზიონის მოასპარეზე გუნდის, „დენ ბოსხის“ აქციების 99,9 %-ის მფლობელია. ის დარწმუნებულია, რომ „დენ ბოსხის“ წარმატებები მისთვის საამაყო გახდება. კახი 2015 წელს ნანიკო კლდიაშვილზე დაქორწინდა.
21 წლის ლევან ჟორდანია ფეხბურთელია. მან ფეხბურთში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. ის 2010 წლიდან ჰოლანდიაში ვარჯიშობს.
მაკა ასათიანი ესპანეთში უმცროს შვილთან, კონსტანტინესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ჩოგბურთით არის გატაცებული და წყლის თხილამურებზე ოსტატურად დგას.
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია.
ანა ნაცვლიშვილიც დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.
გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას მიჰყვება და კალათბურთელია, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა "რიგა ზელიმ", რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. გუგამ გასული სეზონები ესპანეთში, კანარიასის ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა.
ყველაზე უმცროსი, ანდრია ნაცვლიშვილი, ჯერ სკოლის მოსწავლეა და რა გზას აირჩევს, უცნობია.
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში. დათუნა მუსიკალური პროდიუსინგით არის დაკავებული; ტასო, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, უნივერსიტეტში ჩაბარებას ინგლისში, კრიმინოლოგიის მიმართულებით აპირებს; ხოლო ნიტა, როგორც სალომე წერს, ტექნიკური საგნებითაა გატაცებული, მაგრამ რას ისწავლის მომავალში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
სულ ცოტა ხნის წინ თაკო ჩხეიძემ და მისმა მეუღლემ, რუსლან აბაშიძემ, ქორწინების 24 წელი აღნიშნეს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი. თაკო ჩხეიძე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება უფროს ვაჟთან, სერგისთან ერთად. სერგიმ საქართველოში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული სკოლა დაამთავრა და არაჩვეულებრივი სასკოლო განათლება მიიღო, შემდეგ კი სწავლის ევროპაში, შვეიცარიასა და ესტონეთში გაგრძელება გადაწყვიტა. სერგიმ მადრიდში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში პროფესიულ მიმართულებად ბიზნესის სფერო აირჩია.
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.
ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ისინი ექიმები არიან, თუმცა სხვადასხვა გადაცემის სამედიცინო რუბრიკის წამყვანების ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. გსანსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ მათი შვილები, სანდრო, ლიზა და მაშო. მაშო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, ლიზა და სანდრო კი აქტიურობით გამოირჩევიან და ოჯახურ კადრებსაც ხშირად აქვეყნებენ.
მაკა ჩიჩუა არის ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი; საქართველოს პირველი ლედი 2013-18 წლებში; არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს სამი შვილი: მაშო, თეიმურაზი და თომა.
„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა.. ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ. ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა...", - ამბობდა მაკა ჩიჩუა.