ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ერთი შვილი, ანნა ჰყავთ.
ამჯერად ნოე პატარა ანნას ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ანნას დედას კოსმეტიკის გამოყენება უყვარს და ახალ პროდუქტებს საკუთარ თავზეც ცდის.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა.
„მახსოვს, როგორც კი გავიმარჯვე, ვთქვი, - დღეიდან ჩემი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება-მეთქი. ხალხისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი“- იხსენებს მოდელი. ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ წავიდა.თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში".
უმშვენიერეს ჯანეტს ხშირად იწვევდნენ გადაცემებში და მისი განცხადებები ოჯახისა და ოჯახში ცოლ-ქმრის როლების შესახებ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და გნხილვის საგანი.
ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ, ემა ხაჟომიამ, სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.
ჯანეტს ჰყავს უმცროსი ძმა, ჯეკო, რომლსაც დიპლომატობა სურდა და სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელა. ჯანეტი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ძმასთან ერთად, ჯეკო დიდ დროს ატერებს პატარა ანნასთან და მის აღზრდაშიც აქტიურადაა ჩართული.