გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაა.
„Fuck Russia… საქართველო ევროპაა“, – წერს ინგა თოფურია.
,,ოჯახში ჩემპიონი არის დედა. მე ჩემი ძმა და მამაჩემი. სამი მამაკაცი ვართ სახლში და ერთი დედოფალი გვყავს”, – ამბობდა ილია თოფურია დედაზე.
ილია თოფურია
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია თოფურია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია "მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!