"ჩემი ლენო 20 წლის… ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ" - ლულუ კახიანი და გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ - Marao

"ჩემი ლენო 20 წლის… ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ" - ლულუ კახიანი და გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ

2024-05-01 12:53:05+04:00

4 წლის წინ მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილმა, 15 წლის ლენო გვარჯალაძემ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ლულუ კახიანი პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი ლენო 20 წლის… დე, ისევ ისე მენატრები, ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ, ისევ ისე მიყვარხარ, ისევ ისე მჭირდები, ისევ ისე გელოდები… გილოცავ…დამესიზმრე, გთხოვ" - წერს ლულუ. 

"მა, დაბადების დღეს გილოცავ სადაც ხარ. მიყვარხარ და მენატრები - Forever 15", - წერს ლენოს მამა გიორგი გვარჯალაძე.