"ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი, ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა" - გიორგი ქებურია ნინო წილოსანს მიმართვას - Marao

"ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი, ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა" - გიორგი ქებურია ნინო წილოსანს მიმართვას

2024-05-02 13:20:49+04:00

დიზაინერი გიორგი ქებურია დეპუტატ ნინო წილოსანის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წილოსანს ქებურიას დიზაინით შექმნილი მწვანე პიჯაკი აცვია. 

"ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი, ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს, ნინო" - წერს დიზაინერი.

  • "ვალდებული ვარ, ვთქვა სახალხოდ, რომ მსურს ვიცხოვრო დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში" - თაკო ჩხეიძე 
  • "ჩემი ლენო 20 წლის… ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ" - ლულუ კახიანი და გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ 

ქებურიას განცხადებას ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ახლა ცოტა რომ განვიტვირთოთ, გიორგი ქებურია, უდავოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ. ამას ისიც ადასტურებს, შენი პიჯაკი რომ "მომიცმია". შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია", - წერს წილოსანი.

გიორგი ქებურია

გიორგი ქებურიას დიზაინით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი საკმაოდ პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა თუ ფეხსაცმელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც ფოტოსესიებისთვის ხშირად ირჩევენ. 

ქებურიას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: რიანა, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვები.

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი არის საქართველოს ორი მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2024 წლის 21 თებერვლიდან, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 24-ე ნომრად დასახელდა. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2022 წლის 14 მაისს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნინო წილოსანი.