ბარბარა კუშინგი 1915 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგის ოჯახში დაიბადა. მშობლებისთვის ის მესამე შვილი იყო ბარბარა და თავისი უფროსი დები ქალაქში "ზღაპრული დების" სახელით იყვნენ ცნობილი. მათგან ერთ-ერთი პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის შვილზე დაქორწინდა, მეორე კი ასტორების ოჯახის წარმომადგენელს გაჰყვა ცოლად.
ყველა ფიქრობდა, რომ ბარბარასაც წარმატებული პირადი ექნებოდა, მაგრამ მის რჩეულს, სტენლი მორტიმერს, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მაგნატის შვილი იყო, ნაკლებად შთამბეჭდავი მემკვიდრეობა ჰქონდა. წყვილი მაინც დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა - სტენლი და ამანდა. პარალელურად ბარბარა მუშაობდა Vogue-ში მოდის რედაქტორად. წარმატებული კარიერის მიუხედავად, მისი ურთიერთობა ქმართან დაიძაბა და განქორწინებით დასრულდა.
მისი მეორე ქმარი მედია მაგნატი და CBS-ის დამფუძნებელი უილიამ ს. პეილი იყო. უილიამის გულისთვის ბარბარამ სამუდამოდ მიატოვა კარიერული ამბიციები. სწორედ ამ პერიოდში გახდა ტრუმენ კაპოტის სოციალური წრის ერთ-ერთი მთავარი წევრი.
მაღალი და მოხდენილი ბარბარა არისტოკრატული გარეგნობით და უნაკლო გარდერობით მისაბაძი მაგალითი გახდა მრავალი ამერიკელი ქალისთვის. მისით აღფრთოვანებას მერილინ მონროც კი არ მალავდა. მოდის ხატად ქცეულმა ბარბარამ უნებლიედ ჩამოეყალიბა ტენდენცია: ერთ დღეს მან ჩანთის სახელურზე აბრეშუმის შარფი მიამაგრა, და მალე ასობით ნიუ-იორკელმა ქალმა მსგავსი აქსესუარის ტარება დაიწყო.
მისი გავლენა მოდაზე იმდენად დიდი იყო, რომ იგი Time-ის მსოფლიოს ყველაზე მოდური ადამიანების სიაში 14-ჯერ მოხვდა.
ოჯახური პრობლემები კი არ მთავრდებოდა. ბარბარა განქორწინებასაც განიხილავდა, თუმცა ტრუმან კაპოტემ დაარწმუნა, რომ ქმართან დარჩენილიყო. ნერვიულობისგან დღეში რამდენიმე შეკვრა სიგარეტს ეწეოდა. ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო - ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ბარბარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა. ის იყო სრულყოფილება - როგორც არ უნდა შეხედო ამას“, - თქვა მაშინ ტრუმენ კაპოტემ.