ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია ეხმაურება:
„გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო, ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს… ვისაც „მაგრამ“ გაწუხებს… იცი, ბოლომდე თუ გადმოხვალ ხალხის მხარეს, მაგარ თავისუფლებას იგრძნობ… თითქოს წონა მოიხსენი გულიდან... სუნთქვაც გიმარტივდება… შიგნიდან სინდისის ჭია აღარ გკბენს…
33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო და ყველაზე მარტივი იყო ღრმად სუნთქვა…“, – წერს ლუკა ნაჭყებია.
ლუკა ნაჭყებია
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია, ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. ტელეეკრანზე ის განსაკუთრებული იუმორის გრძნობითა და უშუალობით გამოირჩევა, სამზარეულოში კი - პროფესიონალიზმითა და ინოვაციურობით.
სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.