ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.
ამჯერად ლიკა "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს:
"5 შვილის დედა და არანაირი პლასტიკური ოპერაცია" - წერს მოდელი.
ლიკას ქალიშვილი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს. ქეთა ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის.
ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.
ბუბა ჟღენტი
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა წყვილის, ბუბუ ჟღენტისა და თაკო აბრამიძის ნიშნობის ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. თაკო და ბუბუ უკვე რამდენიმე წელია, რაც შეყვარებულები არიან და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ. მიუხედავად ამისა, თაკოსთვის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, ბუბუმ მას Messika-ს ბრენდის ბრილიანტის თვლით გაფორმებული ბეჭედი დაბადების დღეზე აჩუქა.
"მე დავქორწინდი ჩემს საუკეთესო მეგობარზე! მიყვარხარ სამუდამოდ“, - წერს თაკო სოციალურ ქსელში. "ჩვენი ცხოვრების მოგზაურობის დასაწყისი" - დაწერა ბუბუმ.
ბუბუ ჟღენტი კალათბურთელი და BC "Rustavi" საკალათბურთო კლუბი „რუსთავის" გამთამაშებელია. 2020 წელს ბუბუმ კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პულიას კლუბ "ვირტუსთან" გააფორმა. მანამდე ის სერია C-ს კლუბ "ისერნიაში" თამაშობდა, შემდეგ კი, სერია B-ს "ვირტუს კასინოში" გადავიდა.

ბუბუ ჟღენტი არჩილ ჟღენტისა და ლიანა შენგელიას შვილია. არჩილ ჟღენტი ასევე კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.