"მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა... მე თქვენ გვერდით ვარ, ჩემო ლამაზო ქართველებო" - მარიამ შუკაკიძე - Marao

"მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა... მე თქვენ გვერდით ვარ, ჩემო ლამაზო ქართველებო" - მარიამ შუკაკიძე

2024-05-03 14:11:07+04:00

სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.

  • "ლამაზი დედა-შვილი თუ დები?“ - ბათუმელი მოდელი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 
  • "ყოველთვის ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ვარ... ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ქმარი არის ყველაზე ძვირფასი ადამიანი" - რას წერს მოდელი მარიამ შუკაკიძე 

  • ამჯერად მარიამი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"ვიცი, რომ ელოდებით ჩემს კომენტარს. ისიც ვიცი, რომ გაგიკვირდებათ, რასაც ახლა ვიტყვი. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. იმდენად არ მინდოდა მათი მოსვლა, ცხარე ცრემლებით ვიტირე. მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ გაამართლებდნენ. ყოველ წელს იმედი მიცრუვდებოდა. 

არასდროს გამომიხატავს აგრესია, თუმცა, თუ ფეისბუქის ძველ პოსტებს გადავხედავთ, ეს მთავრობა არასდროს მომწონდა. მე არ მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩუმადაა. მე არ ვეთანხმები რუსულ კანონს!

ალბათ იცით, რომ ჩემი გამოწერების 40% რუსები არიან, რომლებსაც ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ. მაგრამ მაპატიეთ!!! მე და ჩემი ოჯახი არასდროს გავხდებით თქვენი ნაწილი. არასდროს მექნება მოსკოვში ცხოვრების სურვილი და არასდროს მენდომება, თქვენთან რამე შეხება მქონდეს. 

მე ვარ ქართველი და ამავდროულად - ევროპელი. მე ამაყი ვარ. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი ინსტაგრამ ინფლუენსერი ვარ გამომწერების რაოდენობით და ჩემთვის ეს სტატუსი მნიშვნელოვანია, მზად ვარ დავკარგო ყველა რუსი გამომწერი. 

მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა. ახლოვდება ცვლილებების დრო. მე თქვენ გვერდით ვარ, ჩემო ლამაზო ქართველებო" - წერს მარიამ შუკაკიძე.