ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფესვები“ და "სპირალი".
1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ წლებში მისაღებ და სადიპლომო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ხუთიანი დაიწერა, მიშა თუმანიშვილის მიერ უმაღლესი შეფასება მხოლოდ ია ფარულავამ მიიღო.
90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ლოს-ანჯელესში ია რუსული წარმომავლობის მქონე ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან, გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. პირველი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო, ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა.
"ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ჩემი მრავალი ქორწინებიდან პირველი ქორწინება, როდესაც 17 წლის ვიყავი, ძალადობებით სავსე იყო. ჩემი პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, ცოტას მეც ვურტყამდი. დახმარება არავისთვის მითხოვია, მრცხვენოდა, მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის.
1984 წელი იყო. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა - მომდევს მოძალადე, რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში, ქალს ვეხვეწები, შემიშვით-მეთქი და იმ ქალმა კარი არ გამიღო.
ყველას ძალიან უყვართ ჩემი მონაწილეობით ფილმი "ფესვები". იცით, რატომ არის იქ ღამის სცენა, იცით, რატომ არის ღამე? ღამე ჩუმად გავიპარე, რომ ეს სცენა გადამეღო. როდესაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაგრად მჟეჟა. ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე ისეთი მანიპულატორია, რომ გაცოდებს თავს, თავისი ფაზები აქვს ამასაც, დაძაბულობის შემოტანით, აფეთქებით, მერე დათბობით და მეოთხე ფაზაა საჩუქრები. ხშირად იმიტომ არ მოდიან ეს ქალები, რომ უყვართ" - ამბობდა მსახიობი.
ია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ია და ტარიელი დაშორდნენ.
ია ფარულავა წლების მანძილზე სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად. გარდა გამორჩეული ვიზუალისა, ყოველთვის ყურადღებას იქცევს იას სტილი და ჩაცმულობაც. ეკრანზე ის ყოველთვის დახვეწილი სამოსით ჩნდებოდა. მსახიობს უყვარს კლასიკური სტილი, არ ერიდება მკვეთრი ფერების შეხამებას და უპირატესობას ანიჭებს კაბებსა და პერანგებს სხვადასხვა ორნამენტით.
Gucci - $3 800
Dolce & Gabbana - $2 000
Dolce & Gabbana - $1 500
Roland Mouret - $1 000
Dolce & Gabbana - $2 500
Miu Miu - $2 000
Gucci - $1 500
Dolce & Gabbana - $900
Dolce & Gabbana - $1 000
Saint Laurent - $2 500