მისი წყალობით სპორტსმენი ქალების შესახებ უფრო მეტს საუბრობენ - გაიცანით 21 წლის მებრძოლი ელენე ლოლაძე - Marao

მისი წყალობით სპორტსმენი ქალების შესახებ უფრო მეტს საუბრობენ - გაიცანით 21 წლის მებრძოლი ელენე ლოლაძე

2024-05-03 17:48:41+04:00

21 წლის ელე­ნე ლო­ლა­ძემ MMA-ს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა ნო­კა­უ­ტით გახ­სნა. მან სა­დე­ბი­უ­ტო ბრძო­ლა 27 წამ­ში მო­ი­გო და თურ­ქი ესმა ქეს­კინ­კი­ლი­ჩი და­ა­მარ­ცხა.

ელე­ნე ლო­ლა­ძე ქარ­თველ ქა­ლებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მებ­რძო­ლია, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, თა­ვი­დან კი­კბოქ­სინ­გში ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ მწვრთნე­ლის რჩე­ვით MMA-ში სცა­და ბედი და წარ­მა­ტე­ბაც პირ­ვე­ლი­ვე ბრძო­ლა­ში მო­ვი­და...

 - მე ვარ ელე­ნე ლო­ლა­ძე, 21 წლის, თბი­ლი­სი­დან. 16 წლის ვხდე­ბო­დი, კი­კბოქ­სინ­გში რომ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. თა­ვი­დან მხო­ლოდ ფორ­მის­თვის და წო­ნის­თვის მინ­დო­და. ოჯა­ხი ძა­ლი­ან ამო­მიდ­გა მხარ­ში, დღემ­დე ყვე­ლა მგულ­შე­მატ­კივ­რობს. ჩემი მწვრთნე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ამ სპორ­ტში მე­ცა­და ბედი. თა­ვი­დან მეც თქვენ­სა­ვით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იქამ­დე არც ვი­ცო­დი, რომ გო­გო­ნე­ბი რინგზე გა­მო­დი­ოდ­ნენ.

  • ძლიერები, ლამაზები, წარმატებულები - ქართველი ფრენბურთელი გოგონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ 
  • მისი წყალობით ქვეყანაში ფრენბურთი პოპულარული გახდა - გაიცანით თურქეთის ყველაზე ცნობილი სპორტსმენი, 24 წლის ზეჰრა გიუნეში 

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში იჩხუ­ბეთ, ვინ იყო თქვე­ნი მე­ტო­ქე?

- 16 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი ჩხუ­ბი რომ ჩა­ვა­ტა­რე, ქარ­თვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მყავ­და და პირ­ვე­ლი­ვე ბრძო­ლა მო­ვი­გე. ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მა­შინ­ვე შემ­დე­გი ჩხუ­ბი ჩავ­ნიშ­ნე. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სპორ­ტია, მაგ­რამ რო­დე­საც შენს საქ­მი­ა­ნო­ბას ისე უყუ­რებ, რო­გორც მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას, უნდა ის­წავ­ლო ამ ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა. ტრავ­მე­ბი მეც მქო­ნია, ცხვი­რი მაქვს გა­ტე­ხი­ლი, ბრძო­ლის დროს წარ­ბი გა­ვი­ხეთ­ქე, თი­თიც მო­ვი­ტე­ხე, მაგ­რამ ისე­თი ტრავ­მა არ მქო­ნია, რომ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ში თუნ­დაც დრო­ე­ბით ხელი შე­ე­შა­ლა.

- რო­გორ სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის ატა­ნას?

- ნელ-ნელა ეგუ­ე­ბი, ერთხელ გეტ­კი­ნე­ბა, მო­ით­მენ, ორ­ჯერ და შემ­დეგ ტკი­ვილ­საც ვე­ღარ გრძნობ.

- ელე­ნე, იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც ილია თო­ფუ­რი­ამ და მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ბრძო­ლე­ბი მო­ი­გეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, რომ ეს მე­ტო­ქის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სპორ­ტია, თუნ­დაც ის მო­მენ­ტი, ბრძო­ლის და­წყე­ბამ­დე რო­გორ იწ­ვე­ვენ მებ­რძო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, ეუბ­ნე­ბი­ან და­მამ­ცი­რე­ბელ ფრა­ზებს...

- ზო­გა­დად, პა­ტი­ვი უნდა სცენ სპორ­ტსმე­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს, ეს ქა­ლებ­შიც ხდე­ბა ასე, თუმ­ცა ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მეც ვცდი­ლობ, რომ პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვე­პყრო მე­ტო­ქეს. ამ სპორ­ტში ერ­თგვა­რი ტრენ­დია, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მე­ტო­ქის დამ­ცი­რე­ბა, ამით ცდი­ლო­ბენ მებ­რძო­ლე­ბი, რათა ბრძო­ლამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ში შიში და­თე­სონ. ქა­ლებ­შიც ასეა, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თან ამ გზას ალ­ბათ იმი­ტო­მაც მი­მარ­თა­ვენ, რომ უფრო მეტი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ონ ბრძო­ლე­ბი­დან, ასე ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი უფრო იზ­რდე­ბა.

- რამ­დე­ნი ბრძო­ლა გაქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- 70-მდე ბრძო­ლა ჩა­ვა­ტა­რე. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქვს შეხ­ვედ­რა, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, ხელს არ მიშ­ლის, უფრო მეხ­მა­რე­ბა. უცხო­ეთ­ში ჩემს მე­უღ­ლეს­თან, ნიკა ბე­გო­ი­ძეს­თან ერ­თად დავ­დი­ვარ, რო­მე­ლიც ჩემი მწვრთნე­ლია...გაგრძელება