ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნუკი მეგობრებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და ფოტოებს ულამაზეს თეთრ კაბაში აქვეყნებს: "ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომას, ყველაზე კეთილ და ჯადოსნურ დღესასწაულს. ღმერთმა სიმშვიდე, სიკეთე და ჯანმრთელობა მოგცეთ.
პ.ს. არ შემეძლო კაბაზე აქცენტი არ გამეკეთებინა, ნიუ-იორკში დღეს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია - @mariamtartarashvilicollection... ძალიან მაგრები ვართ ქართველები" - წერს ნუკი.
ნუკი კოშკელიშვილის ოჯახი
ნუკის ჰყავს მშობლები: ეკატერინე ბალხამიშვილი, ზურა კოშკელიშვილი. ასევე ჰყავს ერთი და, ბუბუ, რომელიც ძალიან ჰგავს ნუკის.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკის და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის.
ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი
ნუკიმ უკვე რამდენიმე წელია, რაც საკუთარი ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი ბრენდი მოიცავს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ისე თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს.