1948 წლიდან, ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოდის ინდუსტრიისა და პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, სანახაობრივი და გავლენიანი ღონისძიება Met Gala იმართება.
2024 წლის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემად “მძინარე მზეთუნახავები - მოდის გამოღვიძება” დასახელდა. ამერიკული Vogue-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის გაზაფხულზე კოსტიუმების ინსტიტუტის მუდმივი გამოფენიდან 250 ნივთი იქნება ამოღებული, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათია და საზოგადოება მათ პირველად სწორედ გამოფენის მიმდინარეობისას იხილავს.