მომღერალი მარიამ როინიშვილი შვილთან, ელენე მახარაძესთან ერთად გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია.
ელენეს თქმით, იმდენად დამოკიდებული იყო დედაზე, რომ განშორებისას მის მაისურს ყნოსავდა და ეხუტებოდა.
,,იმდენად დამოკიდებული ვიყავი დედაზე, რომ როდესაც ოპერაში მიდიოდა, მის ,,მაიკას” ვიღებდი და ვსუნავდი ხოლმე. ან ვიცმევდი და ისე ვიძინებდი. ეს დედამ არ იცოდა, არ ვეუბნებოდი ხოლმე”, – ამბობს ელენე.
მარიამ როინიშვილის თქმით, მშობლებს ხშირად შვილებთან ეშლებათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებენ.
,,სულ მეგონა, რომ მე შენთან ეს შეცდომა არ დამიშვია. ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ ჩემთან უნდა ყოფილიყავი. მეგონა, რომ არასდროს გადამიხვევია, მაგრამ თურმე ასე მოხდა. ეს არის ცხოვრება. გვგონია, რომ მშობლებს არაფერი გვეშლება, თუმცა ასე არ არის”, – საუბრობს მარიამ როინიშვილი.
მარიამ როინიშვილი
მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია - იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.