ლელა წურწუმია და ავთანდილ ცქვიტინიძე რადიო ფორტუნას ეთერში ერთმანეთის კითხვებს პასუხობენ:
ლელა: ავთო 24 წელია ჩემი მეგობარია, ჩემი განუყრელი ნაწილია და ჩემი შემოქმედებისა და წარმატების სიმბოლო. კონცერტებზე "ავთანდილის" ერთი კოსტიუმი მაინც მაცვია.
ავთანდილი: ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემი შვილის დაბადების დღეზე მისმა თაობამ მიგიღო, განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა მქონდა, რომ სხვა თაობის წარმომადგენლები ასე გაფასებენ.
ლელა: სექსუალურიდან ვულგარულობამდე ერთი ნაბიჯია. როცა ამ ზღვარს გადალახავ, ყველაფერი დამთავრებულია. ძალიან რთული საქართველოში პოპულარობა მოიპოვო და მერე შეინარჩუნო. ჩემთვის უდიდესი ქალბატონია ალა პუგაჩოვა, რომელმაც თქვა: "მთავარია ილაპარაკონ. მე მოვკვდები მაშინ, როცა ჩემზე აღარ ილაპარაკებენ." მე და ჯენიფერ ლოპესი ტოლები ვართ. ის არაჩვეულებრივად გამოიყრება, ვთვლი, რომ მეც კარგ ფორმაში ვარ.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია, ფიზიკოსი და ლექტორი იყო; ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე - უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლის იყო, როცა მუსიკით სერიოზულად დაინტარესდა და კერძო პედაგოგთან მომზადებაც დაიწყო.
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. კარიერის დაწყებიდან 2000 წლამდე, 2002 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე. ეს პერიოდები მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებით წარმატებული იყო, თუმცა, რასაკვირველია, წარუმატებელი და კრიზისული მომენტებიც არაერთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალურობას, მართავს კონცერტებს, მათ შორის, სოლო-კონცერტებსაც და მისი შოუები ყოველთვის უამრავი მსმენელის ფონზე მიმდინარეობს.
„მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში; მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი... დე, ბოდიშს გიხდი, მაგრამ მთავარია, ახლა ჩემთან ხარ“ - ლელა წურწუმიას ემოციური მიმართვა ქალიშვილს, მარიამ მამულაშვილს
ლელა წურწუმია დაქორწინებულია პროდიუსერ კახა მამულაშვილზე. კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთი ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.