უცხოური გამოცემა billboard-ი ნუცა ბუზალაძის ინტერვიუს აქვეყნებს:
როგორი იყო თქვენთვის ბოლო 12 თვე?
უპირველეს ყოვლისა, American Idol-ი იყო ყველაზე დიდი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში გამიკეთებია. ამან ახალი შესაძლებლობები მომცა. საოცარი ზაფხული გავატარე მაიამიში. ერთი შაბათ-კვირა ვიყავი ჰემპტონში, როცა პროდიუსერმა [საქართველოს ეროვნულ მაუწყებელი] დარეკა და მითხრა: „ნუცა, ვფიქრობთ, რომ "ევროვიზიაზე" ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოადგინო. როდის ჩამოხვალ საქართველოში?”
სიმღერა როგორ შეარჩიეთ?
საოცარი სიმღერები მივიღეთ და 300-ივეს მოვუსმინეთ. სამი ფავორიტი გვქონდა და აქედან ავირჩიეთ ერთი, რომელშიც ძალიან დარწმუნებული ვარ. ტექსტის ავტორი ესტონელი ადა სკიტკაა. მაიამიდან მაკედონიაში ჩავფრინდი და სამი დღე გავატარეთ სტუდიაში სიმღერის დასასრულებლად. ეს იყო ძალიან შემოქმედებითი პროცესი.
რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს წარდგენა "ევროვიზიაზე"?
ჩემი ქვეყანა ბავშვობიდან მიყვარდა. მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რამდენად დიდია საქართველო და რამდენი ნიჭიერი ადამიანი გვყავს.
Idol-ზე იასპარეზეთ და ახლა ისევ "ევროვიზიაზე" გამოდიხართ. რას ფიქრობთ კონკურსის შესახებ?
მართალი გითხრათ, ეს კონკურსად არ მიმაჩნია. მე ამას ვაკეთებ ჩემი კარიერისთვის და იმისთვის, რომ გავხდე უკეთესი და მეტი გამოცდილება დავაგროვო.
რა გეგმები გაქვს "ევროვიზიის" შემდეგ კარიერაში?
ჩემი ახალი სინგლი 12 მაისს გამოდის. მალმოში გაფრენამდე კლიპი გადავიღე. სიმღერას ჰქვია "დედის დღე", მისი პრემიერა დედის დღეს შედგება. ეს დედაჩემს ეხება და ის ჩემთან ერთად არის კლიპში.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა "ევროვიზიის" ლონდონის პრეფართიზე, ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა და ემოციური შესრულება, რომელიც ნუცამ გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.