TOP 10 კაბა მაკა კვიციანის გარდერობში და გამორჩეული ვარცხნილობა - Marao

TOP 10 კაბა მაკა კვიციანის გარდერობში და გამორჩეული ვარცხნილობა

2024-05-08 16:43:03+04:00

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

  • მაკა კვიციანის ტრენდული ვარცხნილობა, გამორჩეული სტილი, სიყვარულის 20 წელი და ოჯახური პორტრეტი 

 მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რომელიც 2017 წლი­დან "მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მაკა კვიციანის სტილი 

მაკა კვიციანის სტილზე საუბრისას, პირველ რიგში, მისი ვარცხნილობა უნდა აღვნიშნოთ, რომელსაც დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია, რაც ატარებს. მოკლე წინამო და კარე - მის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. მაკა ადრე ქერა თმას ატარებდა, თუმცა ახლა არჩევანი ბუნებრივ ყავისფერზე შეაჩერა. თმის ფორმისა და ფერის ეს კომბინაცია სახის ნაკვთებს უკეთესად გამოკვეთს და მას უფრო მეტად ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. 

  • 4 ქართველი ქალი გამორჩეული გარეგნობითა და გემოვნებით - ქართველი ვარსკვლავები, როგორც სტილის ხატები 

გარდა ვარცხნილობისა, მაკას გამორჩეული გარდერობიც აქვს - ის ხშირად ირჩევს მკვეთრ ფერებს, ფერად სამოსს, უყვარს როგორც კლასიკური, ისე სპორტული სტილი და მათ კომბინაციასაც არ ერიდება. ქვემოთ გთავაზობთ მაკა კვიციანის 10 ყველაზე გამორჩეულს ლუქს: