"ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს"...
ეს ლექსი იოსებ ნონეშვილმა ალექსანდრა ჯაფარიძეს მიუძღვნა. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი 1895 წელს, სოფელ ხრეითში დაიბადა ლიდა და ბიჭია ჯაფარიძეების ოჯახში. 1903 წელს ალექსანდრა უფროსმა ძმამ, ვანომ ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში მიაბარა სასწავლებლად, თავად კი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა. 1905 წელს ვანო რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს, სადაც იგი დაავადდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვანო მამას ამშვიდებდა და სწერდა:
საქართველოში უნივერსიტეტის გახსნამ ალექსანდრას სწავლის გაგრძელების საშუალება მისცა და 1921 წელს იგი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. სწავლის პარალელურად, ალექსანდრა მუშაობას იწყებს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.
იმის მიუხედავად, რომ მე-20 საუკუნის ბოლოდან უცხოელთა უამრავი ჯგუფი ცდილობდა უშბაზე ასვლას და ზოგიერთ მათგანს წარმატებითაც გამოსდიოდა ეს.
1929 წელს თეთნულდზე ასვლის დროს, მეგობრის გადასარჩენად შემართულს, 33 წლის ასაკში შემოაღამდა მთამსვლელსა და გეოლოგს, ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადოს აღმომჩენ სიმონ ჯაფარიძეს… გლოვამ დაისადგურა ჯაფარიძეთა ოჯახში, მაგრამ ერთი ძმა, მეორემ შეცვალა. ალექსანდრას მომდევნო ძმა – ალიოშა ამოუდგა მხარში. და-ძმამ სიმონის საფლავზე ფიცი დადო – მისი დამსხვრეული ოცნებების აღსადგენად, წლისთავზე თეთნულდზე ასულიყვნენ. ერთი წლის შემდეგ თეთნულდზე ოთხნი ავიდნენ: და-ძმა ჯაფარიძეები, მათი მუდმივი თანამგზავრი მთაში, მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი ადსილ ავალიანი.
„ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა," - იხსენებდა ალექსანდრა ჯაფარიძე.
1936 წელს დაარსდა საქართველოს ალპური კლუბი. და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები კლუბის დამფუძნებელთა შორის იყვნენ. 1936-45 წლებში ალექსანდრამ რამდენიმე მნიშვნელოვან ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და მრავალი დიდი თუ პატარა მწვერვალი დალაშქრა.
საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო პირველი ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940). 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული, რომელსაც თავისი პოემა „განდეგილი“ უძღვნა ილია ჭავჭავაძემ. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“ (1974). დაჯილდოებული იყო ლენინის (1960.), საპატიო ნიშნის (1944) ორდენებით, მრავალი მედლითა და სიგელით. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა რეფერენდუმმა მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.