ვინ არის ქალი Met Gala-დან, რომელზეც ორი დღეა, მთელი მსოფლიო საუბრობს - Marao

ვინ არის ქალი Met Gala-დან, რომელზეც ორი დღეა, მთელი მსოფლიო საუბრობს

2024-05-09 17:52:25+04:00

1948 წლიდან, ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოდის ინდუსტრიისა და პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, სანახაობრივი და გავლენიანი ღონისძიება Met Gala იმართება.

 წლევანდელ ღონისძიებაზე არაერთი გამორჩეული და დახვეწილი ლუქი ვიხილეთ, თუმცა მათგან ყველაზე დიდი მოწონება მონა პატელმა დაიმსახურა, რომლის ჩაცმულობაც Met Gala-ს მთავარ თემს შეესაბამებოდა - თვალისმომჭრელი იყო 3D პეპლები, რომლებიც მის მკლავებს ამშვენებდნენ. 

  • "მძინარე მზეთუნახავი - გამოღვიძება" - 2024 წლის Met Gala: დაათვალიერეთ ყველაზე გამორჩეული ლუქები 
  • სტილის ხატი და მოდის ლეგენდა - აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა: როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მოდელის ცხოვრება 

მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველად იყო პრესტიჟულ გალაზე, Vogue-ის რედაქტორს ძალიან კარგად იცნობს. 2021 წლის ნოემბერში, Vogue-მა პატელი ნიუ-იორკში გამართულ სადილზე დაპატიჟა. 

ერთი წლით ადრე, ის შეხვდა მთავარ რედაქტორს ანა ვინტურს ფილმ „ემას“ ჩვენებაზე და თავისი აღფრთოვანება ინტერნეტით გააზიარა : „ჩემი პირველი ურთიერთობა ლეგენდარულ #ანა ვინტურთან EMMA-ს ჩვენებაზე გუშინ საღამოს იქნება დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - წერდა ის. 

Met Gala

Met Gala ყველაზე პოპულარული, ექსტრავაგანტული და გახმაურებული მოვლენაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად, 1937 წლიდან მოყოლებული, არებული ტრადიციების დაცვით, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის დახმარებით, მაისის ირველ ორშაბათს იმართება.

ღონისძიების პარალელურად, მიწვეულ სტუმრებს აქვთ ეგრეთწოდებული “დრესკოდი”, წინასწარ შერჩეული თემა, რომლის მიხედვითაც მათი წითელი ხალიჩის გლამურული სამოსი თვეებით ადრე იქმნება.