საქართველო "ევროვიზია 2024"-ის ფინალშია. ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ძალიან უნდა, მომავალ წელს "ევროვიზიის" მასპინძელი საქართველო იყოს.
„საქართველო ფინალშია, არ ვიცი, რამდენი წლის მერე! ძალიან მინდა, საქართველომ უმასპინძლოს "ევროვიზიას" მომავალ წელს! რაც გინდათ მეძახეთ ახლა! ხო, და აქვე გეტყვით, რომ არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს, მიხარია და გამიხარდება ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის.
პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! არა ყველას და ყველაფერს, რაც რუსეთთან დაგვაკავშირებს.
წინ ევროპისკენ!“, – წერს ნინი შერმადინი.
ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა "ევროვიზიის" ლონდონის პრეფართიზე, ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა და ემოციური შესრულება, რომელიც ნუცამ გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ცოტა ხნის წინ "ევროვიზიის" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა 16 ფაქტი 16 ნახევარფინალისტის შესახებ, სადაც ნუცა ბუზალაძეზე წერდა, რომ მას სიმღერა კაილი მინოუგთან ერთად აქვს შესრულებული. ნუცასა და კაილის დუეტი 2023 წელს შედგა, როცა ნუცა ბუზალაძე American Idol-ში იღებდა მონაწილეობას. მათ პოპულარული სიმღერა Can’t Get You Out Of My Head შეასრულეს. ნუცა ტოპ 12-ში მოხვდა. "რამდენ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ კაილისთან ერთად უმღერია?" - წერს "ევროვიზიის" ოფიციალური გვერდი.