"ჩვენ მოვიგებთ ომს" - ცნობილი ინფლუენსერის ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონი ნახვა აქვს - Marao

მილიონ ნახვაზე მეტი - "ჩვენ მოვიგებთ ომს" - ცნობილი ინფლუენსერის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

2024-05-10 12:01:15+04:00

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის არიან ინფლუენსერებიც, რომლებიც თავიანთ ონლაინპლატფორმას ხმის გასავრცელებლად და აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად იყენებენ. 

ცნობილი ინფლუენსერის, ელენიკო რუხაძის, იგივე  Foxy_Eleniko-ს, ახალ ვიდეოს tiktok-ზე მილიონი ნახვა აქვს.

  • "ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა, დაკარგეს სახლი, მეგობრები, ცხოვრება..." - ვინ არის გოგო საქართველოს დროშით 
  • "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ეროვნული ნაკერების მოთამაშეები რუსული კანონის წინააღმდეგ 

"პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მუშაობა რომ დავიწყე და პირველი ხელფასი ავიღე, 16 წლის ვიყავი, ერთ-ერთი საიტისთვის თბილისის ქუჩის მოდას ვიღებდი. პარალელურად, ფოტოგრაფობა არასდროს შემიწყვეტია. ჩემი პროფესიითაც ბევრგან მიმუშავია, უბრალოდ, ოფისი და ოთხ კედელში ყოფნა მაინც სტრესულია. ამჟამად ასე კონკრეტულად არსად, მაგრამ თან ბევრგან ვმუშაობ, ანუ “ფრილანსერი” ვარ. ვიღებ ქორწილებს, სარეკლამო გადაღებისას ვმუშაობ ქასთინგზე, ვმართავ რამდენიმე კომპანიის სოციალურ ქსელს,  ასევე შეკვეთებს ვასრულებ გრაფიკული დიზაინის სფეროში" - ამბობდა ელენიკო ერთ-ერთ ინტერვიუში. 

30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე, სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.