10 წლის ბერენი - ვინ არის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს - Marao

10 წლის ბერენი - ვინ არის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს

2024-05-10 14:16:50+04:00

ეს 10 წლის გო­გო­ნა ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა რე­ჟი­სო­რე­ბის­თვის. მას­ზე მთელ სე­რი­ა­ლებს აგე­ბენ და ამ სე­რი­ა­ლებს უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. გო­გო­ნას ნი­ჭი­ე­რე­ბა და უშუ­ა­ლო­ბა მა­ყუ­რებ­ლებ­ზე ძა­ლი­ან დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს და დღეს ბე­რენ გი­ო­ქილ­დი­ზი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვია.

ბე­რე­ნი 2009 წლის 29 სექ­ტემ­ბერს არის და­ბა­დე­ბუ­ლი სტამ­ბოლ­ში. დე­დამ ად­რე­ვე შე­ამ­ჩნია ბავ­შვს სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი, მი­ა­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი და გო­გო­ნას მი­უ­ძღვნა თავი - ახ­ლაც გა­მუდ­მე­ბით მის გვერ­დით არის და ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა, რაც კი სჭირ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია კი­ნო­ში, ას­წრებს სკო­ლა­ში სი­ა­რულს და თა­ნაც - კარ­გი მოს­წავ­ლეა.

მისი პირველი როლი იყო სერიალში "ჩემი ქმრის ოჯახი" და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში "დედა", რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

გააგრძელეთ კითხვა 

ვინ არის და როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებენ

ამ გო­გო­ნამ მსოფ­ლიო პო­დი­უ­მე­ბის და­პყრო­ბა სამი წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. ლა­ნია გრე­ი­სი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა უწო­დეს. ის არა­ მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, არა­მედ ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. არა­ვის ჰგავ­და და ამა­ყობ­და თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბით.

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბოდ­ნენ, რათა პა­ტა­რა მო­დე­ლის მშობ­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ. თუმ­ცა ბოლო დროს ლა­ნია ხში­რად აღარ ახა­რებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნით. ის უკვე სხვა, რო­გორც ამ­ბობს, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გო­გო­ნა 2004 წელს და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან შე­ნიშ­ნეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი იყო. თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­დნენ და გულ­წრფე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა პა­ტა­რა ბავ­შვი ლა­მა­ზი იყო.

ლა­ნეა სამი წლის იყო, როცა დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად კა­პი­ტო­ლას სა­ნა­პი­რო­ზე, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. გო­გო­ნას მა­მამ, თო­მას სტი­ვენ­სონ­მა, რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­უ­ღო და სან-ფრან­ცის­კო­ში მდე­ბა­რე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო FORD-ს გა­უგ­ზავ­ნა.

მალე აგენ­ტმა გო­გო­ნას მშობ­ლებს და­უ­რე­კა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზა. კონ­ტრაქ­ტის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ ლა­ნე­ას პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა ჰქონ­და.

გო­გო­ნა სუ­ლაც არ იყო მორ­ცხვი, ის მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­რებ­და კა­მე­რის წინ და იცი­ნო­და. მის­თვის ეს ერ­თგვა­რი თა­მა­ში და გარ­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მშობ­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რა ეროვ­ნე­ბის იყო გო­გო­ნა, რად­გან მა­ნამ­დე ასე­თი მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი არას­დროს ენა­ხათ. მათ ბავ­შვს თვა­ლის უჩ­ვე­უ­ლო ფე­რი­სა და ჭრი­ლის გამო ელფი უწო­დეს. ლა­ნე­ას ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი ჰყავს, მისი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვნენ ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბი...