სიყვარულის 29 წელი, ორი შვილი და ცხოვრების საინტერესო ამბები - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ოჯახი - Marao

სიყვარულის 29 წელი, ორი შვილი და ცხოვრების საინტერესო ამბები - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ოჯახი

2024-05-10 15:14:45+04:00

რევაზ არველაძე - ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 2009–2015 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - ეს ძმები არველაძეებიდან ყველაზე უფროსის, რეზი არველაძის ოფიციალური რეგალიაა. მისი ბიოგრაფია, კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები და გოლები კი, ალბათ, ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს. რეზი თამაშობდა ევროპის სხვადასხვა მხარის გუნდებში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“. საზღვარგარეთ ითამაშა გერმანიასა და ბელგიაში. საქართველოში დაბრუნდა 1998 წელს. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი.

გარდა რეზი არველაძის საფეხბურთო მიღწევებისა, ის და მისი ტყუპი ძმები, შოთი და აჩი, გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იუმორითა და უშუალობითაც გამოირჩევიან. დიდ სიყვარულს იმსახურებს მათი ოჯახიც. 

  • თამუნა, გიორგი, ელენე და შოთი - შოთი არველაძის ოჯახური ფოტოების არქივი და ამბები წარსულიდან 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "ახლო მეგობარი გვყავდა და იმას ვთხოვე, გაცნობაში დამხმარებოდა... დაახლოებით სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და შემდეგ დავოჯახდით" - აჩი არველაძე მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა. 

რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ: 

"ბედ­ნი­ე­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რულ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ნა­ირ სიყ­ვა­რულს, შვი­ლე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. როცა გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამ დროს ხარ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი.

შვი­ლე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მე­ო­რეც მუ­შა­ობს. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე შვი­ლებ­თან ჩას­ვლას, რომ უკვე თვი­თონ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ჩა­ვალ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და... ისე გა­მო­ვი­და, რომ არც მე მყავს გო­გო­ნა და ჩემ გარ­შე­მოც ყვე­ლას ბი­ჭე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ ამას უნდა და­ვარ­ქვათ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა", - ამბობდა თეონა. 

თუ გოგო შვილი თეონასთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა, ეს დანაკლისი სულ ცოტა ხნის წინ შვილიშვილმა, პატარა სოფიამ შეუვსო. არველაძეების ოჯახის პირველი შვილიშვილის დაბადება, შეიძლება ითქვას, მთელმა საქართველომ ერთად იზეიმა. 

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ვა­ტომ საყ­ვა­რელ ქალს, მაკუნა ზედაშიძეს, ორი წლის წინ ხელი სა­ჯა­როდ სთხო­ვა. ამ მოვ­ლე­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

მაკუნა პროფესიით ფსიქოლოგია, ვატო კი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია, რო­მელ­მაც თა­ვა­დაც პრო­ფე­სი­ად ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აირ­ჩია. 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ვატო სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და და ორ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი კლუბ "ფა­თიჰ კა­რა­გი­უმ­რი­უ­კის­თან" გა­ა­ფორ­მა. თუმ­ცა 2323 წლის აგ­ვის­ტო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვატო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და კა­რი­ე­რას „დი­ნა­მო თბი­ლის­ში“ გა­აგ­რძე­ლებს.

მაკუნასა და ვატოს პირველი შვილი, სოფია არველაძე, მარტში შეეძინათ.