როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, პრინცესა დიანას ცხოვრების უმეტესი ნაწილი კამერებზეა აღბეჭდილი. მაგრამ რაც შეეხება ელეგანტურ პორტრეტებს, ალბათ არცერთი არ არის ისეთი დასამახსოვრებელი, როგორიც 1997 წლის Vanity Fair-ის გადაღება.
ჟურნალი მიზნად ისახავდა ისტორიული კრისტის აუქციონის პოპულარიზაციას - პრინცესა ყიდდა 79 კაბას, რომლებიც მან სამეფო ოჯახში ყოფნის დროს შეაგროვა. კონცეფცია პრინც უილიამის იდეა იყო - შედეგად აუქციონმა 3 მილიონი დოლარი შეაგროვა ქველმოქმედებისთვის.
პრინცესა დაიანა და დოდი ალ-ფაიედი: ფარული რომანი და სკანდალებით სავსე ისტორია
საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის - პრინც უილიამის აქამდე უცნობი ფოტო აუქციონზე იყიდება
ეს სცენა გახმაურებულ სერიალში, "გვირგვინშიც" გააცოცხლეს, სადაც დიანას როლს ინგლისელი მსახიობი ელისაბედ დებიკი ასრულებდა. შოუს კოსტიუმების დიზაინერის თქმით, სერიისთვის ვერსაჩეს ცნობილი კაბის ასლი გამოიყენებს, რომელიც პრინცესას ფოტოსესიისას ეცვა.
თავდაპირველი გადაღება თავის დროზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის დიანას სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. შედეგად სურათებმა პრინც უილიამისა და ჰარის ქებაც კი დაიმსახურა.
დიანას უკანასკნელი ინტერვიუ
1995 წელს პრინცესა დიანას ინტერვიუს 200 მილიონი ადამიანი უყურებდა. მოგვიანებით, სამეფო ოჯახის ბრძანებით, მისი ეკრანებზე გაშვება აიკრძალა.
როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა დიანას ჰკითხა, რატომ ფიქრობდა, რომ არასდროს გახდებოდა დედოფალი, უელსის პრინცესამ უპასუხა: „მინდა, რომ ხალხის გულების დედოფალი ვიყო, მაგრამ ჩემს თავს ამ ქვეყნის დედოფლად ვერ ვხედავ. არ მგონია, ეს ბევრს უნდოდეს. ამაში კი მონარქიას ვგულისხმობ. რადგან მე წესებს არ ვემორჩილები, რადგან გულით ვხელმძღვანელობ და არა თავით“ - აღნიშნა პრინცესამ.
საუბარი დიანას ქორწინებასაც შეეხო - პრინც ჩარლზის რომანმა კამილა პარკერ ბოულზსთან სამეფო წყვილის 14-წლიანი ქორწინება დაასრულა: „ ამ ქორწინებაში სამი ადამიანი ვიყავით, დამეთანხმებით, რომ ხალხმრავალია.“ ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ჩარლზი მეფე, დიანამ უპასუხა: „ვფიქრობ, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის ამაზე პასუხი. ცხადია, ეს არის კითხვა, რომელიც ყველას თავში ტრიალებს, მაგრამ ვინ იცის, რას გვიმზადებს ბედი. ჩემი სურვილია, ჩემმა ქმარმა სიმშვიდე მოიპოვოს. ძალიან ვნანობ, რომ ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა. მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან წინ არის მომავალი, მომავალი ჩემი ქმრისთვის, მომავალი ჩემთვის და მომავალი მონარქიისთვის.“