ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულისა და ფინანსების მიმართ და აღნიშნავს, რომ მისთვის მატერიალისტური მოთხოვნილებები მეორე საფეხურზეა:
„უაზრო, ბრენდირებულ, ძვირიან ნივთებში, გარდა ტექნიკისა, არ მიყვარს ფულის დახარჯვა. „პრადას“ ჩანთა და „გუჩის“ წინდები, რომლებიც 2024 წლის მოდელია, ნამდვილად არ მიზიდავს.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე არ შევდივარ „მატერიალისტი გოგონების“ ჯგუფში, რომლებიც გადართული არიან მიწიერ ნივთებზე და მოთხოვნილება აქვთ, ყოველთვის ვიღაცას რაღაც უმტკიცონ. არ მაქვს ისეთი გატაცებები, რაც სხვა გოგონებს და ქალებს აქვთ…“- ამბობს ნუკა.
ნუკა კვალიაშვილი
ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ”საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტმა პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული, მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
"მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემ მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის..."