ვიდეო: „კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება გაიმართა - Marao

ვიდეო: „კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება გაიმართა

2024-05-11 11:54:49+04:00

ჯაბა დიასამიძემ „კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ახალი კოლექცია წარმოადგინა. კლასიკა, დახვეწილი მუსიკა და სამოსი ოტ კუტიურის ელემენტებით - სწორედ ასეთი შოუ ნახეს მოდის მოყვარულებმა. აღსანიშნავია ნატალია ქუთათელაძის პერფორმანსი, რომელმაც ჩვენების განმავლობაში კიდევ უფრო ამაღლებული განწყობა შექმნა. ჩვენებაში მონაწილეობას თაკო ნაცვლიშვილის და, ანა ნაცვლიშვილიც იღებდა.  

  • ვინ არის ქალი Met Gala-დან, რომელზეც ორი დღეა, მთელი მსოფლიო საუბრობს 
  • TOP 10 კაბა მაკა კვიციანის გარდერობში და გამორჩეული ვარცხნილობა 

 ჯაბა დიასამიძე

ჯაბა დიასამიძე საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა. ჯაბა ქართველი მომღერლის, ნიაზ დიასამიძის ძმაა. დიზაინერი ერთ-ერთ ინტერვიუში ძმის მუსიკაზეც საუბრობდა:

 „როცა ვხატავ, ხშირად ვუსმენ და ჩემი ერთ-ერთი შთაგონების წყაროა. გაგვითენებია ღამეები მის და ჩემს შემოქმედებაზე საუბრისას. არ მახსენდება, რომ მის შემოქმედებაზე შენიშვნა მიმეცეს როდისმე“,- ამბობდა ჯაბა.

ნატალია ქუთათელაძე

ნატალია ქუთათელაძეს ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. იგი მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მას დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ. საზოგადოება ანას რჩეულს, სანდრო ჩიჩუასაც კარგად იცნობს, რადგან ის ასევე ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ვაჟია.