გიორგი არაბიძე ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მეტერთმეტე კლასის მოსწავლეა. "გიორგი კარგი მოსწავლე და ნიჭიერი მხატვარიცაა. ახლახან მან კიდევ ერთხელ გაახარა მისი ნიჭის თაყვანისმცემლები" - ამბობენ მის სკოლაში.
გიორგი არაბიძე მალე დამამთავრებელი კლასის მოსწავლე გახდება. ის კონსერვატორიაში ცაბარებაზე ოცნებობს, თუმცა უკვე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და საკუთარი პიესების კრებულის ავტორიც.
საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და უბრალოდ გენიალური ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი, მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე აჟღერებულა. მისი მუსიკა, როგორც თავად ამბობდა, სავსეა სიჩუმით, რადგან სიჩუმეა სწორედ ყველაზე სასიამოვნო ხმა ამ სამყაროში.
გია ყანჩელს 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მის მუსიკას მოისმენთ თითქმის ყველა დიდი ქართველი რეჟისორის ფილმში. მათ შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "ქინ-ძა-ძა!", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ხანუმა", "მიმინო", "როცა აყვავდა ნუში", "ფეოლა", "არაჩვეულებრივი გამოფენა"... ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. გია ყანჩელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ რამდენიმე ფილმია გადაღებული:
2001 — გია ყანჩელი (დოკუმენტური ფილმი);
2011 — გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში (დოკუმენტური ფილმი).
ყანჩელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა და ქმნიდა მუსიკას როგორც ორკესტრისთვის, ასევე თეატრისთვის. მას აქვს საგუნდო და საოპერო და კამერული ნაწარმოებები.
გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დღემდე ქართველი თუ უცხოელი მუსიკოსებისთვის მისი ნაწარმოებების შესრულება დიდ პატივსა და სიამოვნებასთან ერთად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაცაა.