პოლიტიკური აქტივისტი, მსახიობი და გურუ ჯეინ ფონდა ახლახან 85 წლის გახდა. მსახიობმა ექსკლუზიურად ისაუბრა ELLE UK- თან 80-იან წლებში ვარჯიშზე, მოტივაციის შენარჩუნებაზე, ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს მისი ცხოვრება და სოლიდარობის მნიშვნელობაზე...
„იმის სურვილი, რომ ძალიან გამხდარი იყოთ, კარგი არ არის არც თქვენი ჯანმრთელობისთვის და არც თქვენი გონებისთვის.
ეს დღესაც აქტუალურია, რადგან ნამდვილად მუშაობს. ახლა 85 წლის ვარ და თავისთავად, ისე ვეღარ ვვარჯიშობ, როგორც ადრე. იგივე მოძრაობებს ვაკეთებ მხოლოდ ნელა და ნაკლები წონით ყოველდღე. ფაქტია, რომ ფორმა შევინარჩუნე.
ჩემთვის ვარჯიში დაკავშირებული იყო გარეგნობასთან. ახლა ეს ეხება იმას, თუ როგორ ვგრძნობ თავს. გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ არ გააგრძელებთ კუნთების ვარჯიშს, დიდი უბედურება გეწვევათ. შეიძლება ატროფია განვითარდეს. როცა ასაკში ხარ, ძალიან სწრაფად სუსტდები, და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გტკივა, ვარჯიში მაინც უნდა გააგრძელო.
„აი სიმართლე: როცა პატარა გოგონა ვიყავი, ვიცოდი, რომ დედაჩემი დამარცხებული იყო. არ ვიცოდი რატომ, უბრალოდ ასე ვთვლიდი. მამაჩემი იყო ჩემი მაგალითი, მინდოდა მას დავმსგავსებოდი: იმ იდეით გავიზარდე, რომ კაცთან უნდა იცხოვრო, კაცთან გაიგივდე და კაცი გაახარო... ჩემი პირველი მეუღლე ფრანგი რეჟისორი იყო, ქორწინების განმავლობაში მას ვემსახურე.
თავიდან არ მესმოდა ფემინიზმი, ვფიქრობდი, რომ ეს დროის კარგვა იყო. როდესაც სამოცდაათიან წლებში შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, გავხდი აქტივისტი და აქტივისტების დაახლოებით ორი მესამედი ქალები იყვნენ. მათ ჩემი ცხოვრება შეცვალეს. გვინდოდა ახალი სამყარო შეგვექმნა: სამართლიანობის, თანასწორობისა და მშვიდობის სამყარო, რასიზმის გარეშე.
ჯეინ სეიმურ ფონდა დაიბადა ქალაქ ნიუ იორკში, 1937 წლის 21 დეკემბერს. დედა, ფრანცეს ფორდ ბრაკოვი წარმოშობით კანადიდან იყო, მამა, ჰენრი ფონდა ამერიკელი მსახიობი გახლდათ. ფონდას გვარი წარმოშობით იტალიიდან არის. მას სახელი ჰენრი VIII-ს მეუღლის, ჯეინ სეიმურის პატივსაცემად დაარქვეს, რომელთანაც ფონდას შორეული ნათესაობრივი კავშირი აქვს დედის მხრიდან. როცა ჯეინი 12 წლის იყო დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1978 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო ფილმში „სახლში დაბრუნება“. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობით კარიერულ მწვერვალს მიაღწია, ის მეორედ გახდა ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს ოსკარის მფლობელი და მან ასევე მესამედ მოიპოვა ოქროს გლობუსი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ფორმის შესანარჩუნებლად ჯეინ ფონდა წლების განმავლობაში იყო დაკავებული ბალეტით ფილმში „ჩინური სინდრომი“ მონაწილეობისას მსახიობმა ფეხის დაზიანება მიიღო რის გამოც ის ბალეტს ვეღარ დაუბრუნდა. ორგანიზმის გაძლიერების მიზნით ჯეინი აერობიკით დაკავდა ლენი კაზდენის მეთვალყურეობით. ლენისგან მიღებული ცოდნა დაეხმარა ფონდას შეემუშავებინა „ჯეინ ფონდას ვარჯიშების ციკლი“ რომელმაც არნახული საზოგადოებრივი პოპულარობა მოიპოვა.