ეკა ამირეჯიბის განცხადება "იმედის" დატოვებაზე: "მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ" - Marao

ეკა ამირეჯიბის განცხადება "იმედის" დატოვებაზე: "მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ"

2024-05-12 11:17:47+04:00

"მადლობა ტელეკომპანია "იმედს" მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა!

თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა...

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოც ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია.

  • TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები 

ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი, პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლევს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს.

დაბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ, უბრალოდ, გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს, მომიწევს გავიხსენო, საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ" - წერს ტელეწამყვანი ეკატერინე ამირეჯიბი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ეკა ხშირად წერდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებდა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ:

"როდესაც ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს  სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.“მშვიდობის ქალაქს”, “ევროპულ ქალაქს” როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში  პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები - საქართველოს მთავრობა", - წერდა ეკა 1-ელ მაისს.

ეკა ამირეჯიბი

უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე ჩანს. ის დილის გადაცემების, მეგაშოუებისა და საკუთარი გადაცემის წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ. 

"პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­ლე­გა­მოც­დი­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2-"ში მი­ვი­ღე, ეს იყო კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა, ლა­ივ­ში მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი, ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე... რა­დი­ო­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მი­წყო ხელი, ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი რა­დიო "ჯაკო" იყო, რო­მელ­შიც ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, შემ­დე­გი რა­დიო "ფორ­ტუ­ნა". რა­დი­ო­გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია და კარ­გი ტრამ­პლი­ნია შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია იმა­ზე, რო­გორ ვი­სა­უბ­რებ­დი, ამ­ბავს რო­გორ მოვ­ყვე­ბო­დი, მოკ­ლედ, კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე" - ამბობდა ეკა. 

  • „როგორ მომწონს ეს გოგო თავისი გამოხედვით, რომელიც ხაზს უსვამს მის დახვეწილ ქალურობას...“ - ეკა ამირეჯიბის ახალი ფოტოები, რომლებმაც გამომწერების აღფრთოვანება გამოიწვია 

ეკა ამირეჯიბი დაქორწინებული იყო გიორგი სიბაშვილზე, თუმცა წყვილი ერთამენთს 2016 წელს დაშორდა. ეკამ "იმედის" დატოვების შემდეგ, თქვა, რომ საკუთარ თავს ვერც ერთ ტელევიზიაში ხედავს.