გუშინ ღამით ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო. საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.
"მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო ევროვიზიის კონკურსზე. როდესაც ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს ჩემი აზრით ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.
ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, - თქვა ნუცამ.
ახლა კი ნუცამ მსმენელს ახალი სიმღერა და კლიპი გაუზიარა, რომელსაც A Mother’s Love (დედის სიყვარული) ჰქვია:
"ნუცა, შენ ხარ უძლიერესი მომღერალი და შემსრულებელი!", "უძლიერესი მომღერალი და შემსრულებელი ხარ, ერთერთი საუკეთესო ხარ მსოფლიოში", "ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შეუპოვარი, მიზანდასახული ნუცა, დაბადებული სცენისთვის და ვარსკვლავობისთვის" - წერენ კომენტარებში.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ნუცა ბუზალაძის დედა ნინო კანკავაა, რომელსაც დიდიწ ვლილი მიუძღვის შვილის წარმატებაში:
„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა, რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: "თქვენი შვილი გვიყვარს". სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები.
დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა. შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – ამბობდა ნუცა ბუზალაძე.
ნუცა ბუზალაძის მამა ვალერი ბუზალაძეა. ნუცა მამასთან ერთად იშვიათად ჩნდება, თუმცა ცოტა ხნის წინ მასთან ერტად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ განიცდის, როცა მშობლებს ყურადღებას აკლებს:
"ჩემი უსიმპატიურესი მამიკო... ყოველთვის განვიცდი ხოლმე იმ დროს, რასაც ჩემს მშობლებს ვაკლებ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ რაც უნდა დრო გავიდეს, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რასაც მშობელთან მიმართებაში განიცდი", - წერდა ნუცა.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა სამწუხარო ინფრომაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, 40 წლის დათო ბუზალაძე 11 მარტს გაუჩნარდა, რამდენიმე დღეში კი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ნუცამ ევროვიზიის პრე-ფართიზე ერთ-ერთი სიმღერა სწორედ მას მიუძღვნა.