მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო.
გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან:
"ხონში დავიბადე, მაგრამ მერე ჩემი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ბაბუა სოფელში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მუდმივად მესმოდა ლაპარაკი სოფლის პრობლემაზე. მხოლოდ ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, მიწის დამუშავებას კი ყველა ჩქარობდა. ეს ერთი ტრაქტორი მოზღვავებულ საქმეს ვერ აუდიოდა და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ტრაქტორისტი გავხდებოდი და ყველას ყანას მე დავხნავდი. მსახიობობა მოგვიანებით გადავწყვიტე. ჩემს ოჯახში ყველანი მღერიან. მამა პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ ვნახე, შინ დაბრუნებულმა სახლში გავიმეორე, რასაც ის სცენაზე აკეთებდა. მერე იყო "ერისიონის" ცნობილი კლიპი "შატილის ასულო", მერე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. მოკლედ, პოპულარული ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ვცადე ბედი და გამიმართლა. ნუკრი ქანთარიას ჯგუფში აღმოვჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც წარმომიდგენია. მცირე ხანს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ოფისში რამდენჯერმე სიმღერა წამოვიწყე და მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო. 2 წელია, "ახმეტელის თეატრში" ვთამაშობ. აქ რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მომიყვანა. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, თავდაუზოგავად შრომობენ, მე ვგრძნობ ყველა პარტნიორს და ეს მნიშვნელოვანია" - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.
გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ერთი შვილი, უსაყვარლესი ნენე ჰყავთ.
ამჯერად წყვილი "რადიო ფორტუნას" ეთერში ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ:
სალომე: „ჯერ მე მომეწონა და ჯობია, ვთქვათ... რომ დავოჯახდით, ჩემს ვიზუალზე წერდნენ: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ არც ასეთიო“ - რას მერჩოდით?
გიორგი: ბრმაა სიყვარული? ნახეთ, რა გოგო მყავს.
სალომე: „არ ვარ მეუღლე, რომელიც სახლს ალაგებს, საჭმელს აკეთებს და ტანსაცმელს აუთოებს. როდისმე ამის გამო გაბრაზებულხარ?
გიორგი: როდისმე არა, სულ ვბრაზობ, ამაში ვერ ვთანხმდებით. სახლის დალაგება ბოლო პერიოდში დაიწყო. ადრე სულ მე მაწუხებდა ეს თემა.