რა მოხდა სინამდვილეში: "რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და 2023 წლის "მის აშშ"-ის ტი­ტულ­ზე უარს ვამ­ბობ" - Marao

რა მოხდა სინამდვილეში: "რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და 2023 წლის "მის აშშ"-ის ტი­ტულ­ზე უარს ვამ­ბობ"

2024-05-15 14:41:52+04:00

"მის აშშ" ნო­ე­ლია ვო­იტ­მა სულ რა­ღაც 7 თვის შემ­დეგ თა­ვის ტი­ტულ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზად ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ასა­ხე­ლებს.

24 წლის ლა­მაზ­მან­მა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­ზი­ა­რა: "ნუ­რაფ­რის გამო დათ­მობთ თქვენს ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბას. ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი სიმ­დიდ­რეა",- წერს ვო­ი­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • "ჩემი, რო­გორც "მის აშშ"-ის გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი იყო. ჯერ იუ­ტას შტა­ტი წარ­ვად­გი­ნე სი­ა­მა­ყით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკვე მთლი­ა­ნად აშშ. სამ­წუ­ხა­როდ, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და 2023 წლის "მის აშშ"-ის ტი­ტულ­ზე უარს ვამ­ბობ."

ვო­ი­ტი 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "მის აშშ"-ის 72-ე კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და. ამავდრო­უ­ლად, ის პირ­ვე­ლი ვე­ნე­სუ­ელელ-ამე­რი­კე­ლი ქალი გახ­და, რომელ­საც ეს ტი­ტუ­ლი ოდეს­მე მი­უ­ღია.

  • ვინ არის ქალი Met Gala-დან, რომელზეც ორი დღეა, მთელი მსოფლიო საუბრობს 

24 წლის ნო­ე­ლია ვო­იტს მა­ნამ­დე აღუ­ნიშ­ნავს, რომ ის მო­ზარ­დო­ბა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო. რო­გორც მო­დე­ლი ჰყვე­ბო­და, ის 16 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში და სწო­რედ მა­შინ გა­ნიც­დი­და თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან ბუ­ლინგს:

"ად­გი­ლობ­რივ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­მარ­ჯვე, ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მაგ­რამ ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დამ­ცი­ნოდ­ნენ, სა­თა­ვე­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ედ­გათ. გული მეტ­კი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მე­გობ­რე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი, ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო მიღ­წე­ვას აბუ­ჩად იგ­დებ­დნენ."

  • უმშვენიერესი თაკო ჭანუყვაძის ფერადი და გამორჩეული სტილი 

სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ უბიძ­გა ნო­ე­ლი­ას, რომ კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ესა­უბ­რა და ამა­ვე თე­მა­ტი­კა­ზე სა­ბავ­შვო წიგ­ნი გა­მო­ე­ცა:

"ში­ნა­გა­ნად ვიცი, რომ ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და იმე­დი მაქვს, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბას და შთა­გო­ნე­ბას კვლავ გან­ვაგ­რძობ. 

წაიკითხეთ სრულად