ვინ არიან "ალავიტები" - ყველაზე საიდუმლოებით მოცული რელიგიის მიმდევრები - Marao

ვინ არიან "ალავიტები" - ყველაზე საიდუმლოებით მოცული რელიგიის მიმდევრები

2024-05-15 16:10:43+04:00

ალავიზმი ყველაზე ჩაკეტილი და უცნაური რელიგიაა მსოფლიოში და იცით, რატომ? - ალავიტებს აკრძალული აქვთ ისაუბრონ უცხო რელიგიის თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან საკუთარ რელიგიაზე... 

ალავიტები 

ალავიტები არიან იმ სომხების შთამომავლები, რომლებმაც, თავის დროზე, ყველაზე დიდი ნაციონალური დიასპორა შექმნეს სირიაში. იმისათვის, რომ რელიგიური ნიშნით დევნისა და დამცირებისაგან თავი დაეცვათ მტრულ გარემოცვაში, მათ დაიწყეს რელიგიის მიმდევრობა, რომელიც აერთიანებდა ერთდროულად ქრისტიანობას, ისლამს, ზოროასტრიზმსა და ბუდიზმს.

  • მერლინის გარდაცვალების შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, მის საფლავზე ყვავილებს აგზავნიდა - მერილინ მონროსა და ჯო დიმაჯიოს სიყვარულის უცნობი ამბები 

ალავიტები სირიის მოსახლეობის 10-15%-ს შეადგენენ სულ, მაგრამ სწორედ ისინი ითვლებიან სირიის ელიტად, სწორედ ისინი მართავენ სირიის ყველაზე მნიშვნელოვან პოსტებს ხელისუფლებაში. მთელ მსოფლიოში სულ 2 მილიონი ალავიტია. უმეტესობა ცხოვრობს სირიაში, ასევე ლიბანსა და თურქეთში. სირიის არაბთა რესპუბლიკაში არაა ოფიციალური რელიგია, თუმცა სირიის მოქმედი კონსტიტუციით, სირიის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი ისლამის მიმდევარია. სინამდვილეში კი ბაშარ ასადი რეალურად ალავიტია. სექტანტები (ასე უწოდებენ შიიტი მუსლიმები ალავიტებს) თავს წარმოაჩენენ, როგორც ისლამის მიმდევრები, რეალურად კი საიდუმლოდ ინახავენ საკუთარ რელიგიას - ალავიზმს.

ალავიტების მთავარი წმინდა წიგნია "ჰიტაბ ალ-მადჯმუ". მისი მთავარი თეზისია: "ვინაა ჩვენი ბატონი, რომელმაც შეგქვმნა ჩვენ? პასუხი: ესაა მორწმუნეების ემირი, ესაა რწმენის ემირი-ალი იბნ აბუ თალები, ღმერთი და არა არს ღმერთი, გარდა მისა". 

  • "მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ჯადოქარი, როგორც ოდრია, მას სამყაროს შეცვლა შეუძლია" - ოდრი ჰეპბერნისა და ჰუმბერტ ჟივანშის მეგობრობისა და სიყვარულის საოცარი ისტორია 

ალავიტები თვლიან, მათი ღმერთი ალი იყო მზე. ალავიტებს ჯერათ სულების გადასახლების. მათი აზრით, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სახლდება ცხოველში, ხოლო ცუდი ადამიანების სულები ხვდებიან წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვში, რომლებიც საკვებად ვარგისია, 

შვიდგზის რეინკარნაციის შემდეგ მორწმუნე ადამიანის სული ხვდება ვარსკვლავურ სფეროში, ხოლო ურწმუნო ადამიანის სული მიჰყავთ დემონებს სამუდამო სატანჯველში. 

ალავიტები ფიქრობენ, რომ ქალებს არა აქვთ სული. სული, ალავიტების მტკიცებით, მხოლოდ მამაკაცებშია. სწორედ ამის გამო ალავიტების ოჯახის წევრ ქალებს არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ დღესასწაულებში, რადგან ქალი იბლისზე (სატანაზე) საშიშია.

წაიკითხეთ სრულად