ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბი და უჩ­ვე­უ­ლოდ გამ­ხდა­რი წელი - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში - Marao

ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბი და უჩ­ვე­უ­ლოდ გამ­ხდა­რი წელი - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში

2024-05-15 16:44:10+04:00

ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბი და უჩ­ვე­უ­ლოდ გამ­ხდა­რი წელი - ეს ორი რამ აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რეგ­ნო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც 2024 წლის Met Gala-ზე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად 54 წლის ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ფი­ზი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა აღაშ­ფო­თა. მას "ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რიც" კი უწო­დეს.

უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ ჯეი ლოს გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად, წო­ნა­ში კლე­ბა­ში აი­სა­ხა, შე­საძ­ლოა, "ოზემ­პი­კის" დამ­სა­ხუ­რე­ბა იყოს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი მისი მოხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქონე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის სა­სურ­ვე­ლი, ისიც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

  • „თქვენ იცით, რომ აქ „ოზემპიკი“ იშოვება... სინამდვილეში ორგანიზმს ანგრევს" - რა უნდა იცოდეთ პოპულარული გასახდომი საშუალების შესახებ და რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი 

ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი "ოზემ­პიკს" მო­იხ­მარ­დეს, პირ­ვე­ლად გა­სულ თვე­ში გავ­რცელ­და, მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღე­რალ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც მჭიდ­როდ მორ­გე­ბუ­ლი თეთ­რი კაბა აც­ვია.

 თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვარ­სკვლა­ვის წო­ნა­ში ასეთ­მა სწრაფ­მა კლე­ბამ გა­ა­ო­ცა. ისი­ნი კო­მენ­ტა­რებ­ში ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ და­იკ­ლო ასე სწრა­ფად. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არა­სო­დეს უნა­ხავთ ის ასე­თი გამ­ხდა­რი, ხოლო ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა და­წე­რა, რომ ვარ­სკვლა­ვის დედა მო­იხ­მარ­და Ozempic-ის ინიექ­ცი­ას, რად­გან მას დი­ა­ბე­ტი აქვს და "ჯეი ლო კი იღებს ისე, თით­ქოს უბ­რა­ლოდ ტკბი­ლე­უ­ლი იყოს..."

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი არ არის ერ­თა­დერ­თი ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია Ozempic-ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად. იგი­ვე კი­თხვა ის­მის კიმ კარ­და­ში­ა­ნის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­მაც 2022 წელს წო­ნა­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად და­იკ­ლო და წელს Met Gala-ზე არა­ბუ­ნებ­რი­ვად გამ­ხდა­რი წე­ლით გა­მოჩ­ნდა. ცნო­ბი­ლია, რომ „ოზემ­პიკს“ მო­იხ­მარ­დნენ კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა და ნას­ტია ივ­ლე­ე­ვაც. თუმ­ცა ყვე­ლა ცნო­ბი­ლი სახე არ არის მზად აღი­ა­როს, რომ დი­ა­ბე­ტის წა­მალს იყე­ნე­ბენ. ამ დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჯე­რე­ბენ, რომ თით­ქოს იდე­ა­ლურ წო­ნას ვარ­ჯი­ში­თა და დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წი­ეს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კიმ კარ­და­ში­ა­ნი „ოზემ­პი­კის“ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. 2022 წელს, რო­დე­საც მერ­ლინ მონ­როს კაბა ჩა­იც­ვა. მა­შინ ვარ­სკვლავ­მა სამ კვი­რა­ში 16 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

  • "ქალში ყველაზე ლამაზი რა არის? რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება" - ნუკი კოშკელიშვილი 

იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტა და­იც­ვა და მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლ­სა და ცი­ლებს მი­ირ­თმევ­და. ასე­ვე ვარ­ჯი­შობ­და სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე და დღე­ში ორ­ჯერ სარ­გებ­ლობ­და სა­უ­ნით.

რა არის ოზემპიკი

"ოზემ­პი­კის" შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ექიმ­მა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სოფო ჯა­ფა­რი­ძემ ისა­უბ­რა. - მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და, წო­ნა­ში კლე­ბა გა­მი­ჭირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი. ასე­თი გამ­ხდა­რი, რო­გორიც ახლა ვარ, არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ, არ­ცერთ ასაკ­ში, მაგ­რამ ამა­ზე 8 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი მი­ნი­მუ­მი, რაც აქამ­დე ვყო­ფილ­ვარ. დიახ, ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და.

შემ­დეგ გა­ვი­გე პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ეს არის კან­ქვე­შა ინიექ­ცია, რო­მე­ლიც ინიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტის დროს. მე სრუ­ლი­ად არა­ე­ქი­მუ­რად მო­ვი­ქე­ცი, რა­საც დღეს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ორი თვე ვი­კე­თებ­დი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მქონ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რი კლე­ბა და­ვი­წყე. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ასე არ არის. დე­და­ჩე­მი იკე­თებს, მაგ­რამ გრა­მი არ აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

წაიკითხეთ სრულად