ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ - Marao

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ

2024-05-15 16:58:45+04:00

ცნობილ ქართველ ქალბატონებს შორის არც ისე ცოტაა მრავალშვილიანი დედა. ამჯერად იმ სელებრითებს გადავავლებთ თვალს, რომლებიც 4 და მეტ შვილს ზრდიან, თავიანთი სხვა საქმიანობების პარალელურად.

რუსა ჩაჩუა

ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, იმავდროულად 4 შვილის დედაა. უფროსი შვილები მოდელს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი უმცროსი კი - ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან დაქორწინების შემდეგ შეეძინა.

  • სიყვარულის 29 წელი, ორი შვილი და ცხოვრების საინტერესო ამბები - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ოჯახი 

თეა დარჩია

"სუხიშვილების" მოცეკვავეს და ქორეოგრაფს, თეა დარჩიას, და მის მეუღლეს, გუჯა მათიაშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა მარიამი ასევე "სუხიშვილების" მოცეკვავეა, თეას ვაჟი კი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თეა ხშირად ამბობს, რომ ძიძების გარეშე გაზარდა შვილები და ძალიან ეხმარებოდა მათ აღზრდაში მეუღლე.

ნინო ცქიტიშვილი

ცნობილ მოდელსა და სამოდელო სტუდიის მფლობელ ნინო ცქიტიშვილს და მის კალათბურთელ მეუღლეს, ვატო ნაცვლიშვილს, ასევე ოთხი შვილი ჰყავთ. მათი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართველი მოდელია. ასევე სამოდელო სფეროშია მეორე ქალიშვილი - ანა.

  • ცნობილი ქართველი დედა-შვილები, რომლებიც დებივით გამოიყურებიან 

ქეთა ლორთქიფანიძე

ცნობილი მსახიობი, "შუა ქალაქის" ვარსკვლავი ქეთა ლორთქიფანიძე, 5 შვილის დედაა. გარდა მსახიობობისა და დედობისა, ქეთამ ბოლო პერიოდში ბიზნესშიც სცადა ძალები და საკუთარი საქმე წამოიწყო, რაშიც შვილებიც ეხმარებიან.

წაიკითხეთ სრულად