საგაზაფხულო რეცეპტები წონის კორექციის მსურველთათვის - Marao

საგაზაფხულო რეცეპტები წონის კორექციის მსურველთათვის

2024-05-15 17:11:21+04:00

გაზაფხულის დადგომა ხშირად ასოცირდება ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებასთან. ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან ერთად კი აქტუალური ხდება წონის კორექციის საკითხიც. წონის კლება ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმისთვის იქმნება კალორიული დეფიციტი. საგაზაფხულო რეცეპტები ხშირად შეიცავს ნაკლები რაოდენობის ცხიმს, მეტ ცილას და ნახშირწყლებით მდიდარ ბურღულეულს ან მარცვლეულს. ასევე - დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს, რაც აადვილებს ჯანსაღი პროდუქტების არჩევასა და პორციის ზომის კონტროლს. 

მკაცრი დიეტისა და წონის კლების ექსტრემალური რეჟიმებისგან განსხვავებით, გაზაფხულზე წონის დაკლება უფრო მარტივად და თანმიმდევრულად არის შესაძლებელი, რაც საბოლოოდ გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს. 

სტატიაში განხილული 3 რეცეპტი მზადდება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც გამოირჩევა მათში შემავალი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ამასთან ერთად, ხელს უწყობს ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას და შესაბამისად, წონის კლებას. 

ლობიოს სალათა სეზამით

ცოცხალი და ჯანსაღი სალათის მოსამზადებლად ორი მთავარი ინგრედიენტი - ლობიო და სეზამის მარცვლები დაგჭირდებათ. ინგრედიენტების გამო კერძი მდიდარია ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით. დანარჩენი ინგრედიენტები კი დიდი ოდენობით შეიცავს უჯრედისს, რაც ადამიანს ეხმარება დიდხანს იგრძნოს თავი დანაყრებულად, ბალზამიკოს ძმარი კი იდეალური ვარიანტია სალათისთვის მდიდარი გემოს მისანიჭებლად, ზედმეტი კალორიების დაგროვების გარეშე.

ეს დაბალკალორიული სალათა შეიცავს ცილებს, უჯრედისსა და ჯანსაღ ცხიმებს, მიღებული ნუტრიენტების კომბინაცია კი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და მარტივს ხდის წონის მართვის პროცესს.  

სხვადასხვა სახეობის ლობიოს (მათ შორის: ბათუმელა, კუჭშავა, მინდვრის წითელი, შულავერა) და სეზამის შეძენა შესაძლებელია ონლაინმაღაზიაში „ჩემი მარაგი“. შეკვეთილ პროდუქციაზე მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მოხარშული ლობიო 
  • 2 ს.კ. მოხალული სეზამის თესლი
  • 1 ჭიქა შერეული მწვანილი (ქინძი, ოხრახუში)
  • 1 ბულგარული წიწაკა, კუბებად დაჭრილი
  • 1 კიტრი, დაჭრილი
  • 1 სტაფილო, გახეხილი
  • 2 სუფრის კოვზი ბალზამიკო
  •  მარილი და პილპილი გემოვნებით

დიდ ჯამში ერთმანეთს შეურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: მოხარშული ლობიო, მოხალული სეზამის მარცვლები, მწვანილები, ბულგარული წიწაკა, კიტრი და გახეხილი სტაფილო. 

სალათას მოასხით ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიირთვით მომზადებისთანავე, რათა სალათაში ცოცხლად შენარჩუნდეს ინგრედიენტების სიჯანსაღე და სარგებლიანობა.

                  

ბულგარული წიწაკა კინოას გულსართით

კინოა უგლუტეინო მარცვლეულია, რომელიც სავსეა ცილებით, უჯრედისითა და აუცილებელი მინერალებით. ბულგარული წიწაკა და ლობიო კი ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ოდენობას შეიცავს. ამ ინგრედიენტებით მომზადებულ კერძს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ წონის კორექციის პროცესი სწორად წარიმართოს.

„ჩემი მარაგი“-ს ონლაინმაღაზიაში კინოას 3 სახეობის შეძენაა შესაძლებელი: ყვითელი,  წითელი და შავი კინოას. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

 

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მოხარშული კინოა
  • 4 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჭიქა კუბებად დაჭრილი პომიდორი
  • 1 ჭიქა მოხარშული ლობიო (ჩვეულებრივი ან შავი ლობიო)
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
  • 1 ჩაის კოვზი კვლიავი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ახალი ოხრახუში გასაფორმებლად

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 190°C ტემპერატურაზე.

ჯამში ერთმანეთს შეურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: კინოა, კუბებად დაჭრილი პომიდორი, მოხარშული ლობიო, ხახვი, დაქუცმაცებული ნიორი, კვლიავი, მარილი და პილპილი. 

ბულგარულები შუაზე გაჭერით, გაასუფთავეთ და კინოას გულსართით შეავსეთ, შემდეგ კი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გადააფარეთ ფოლგა. გამოაცხვეთ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში,  ბულგარულის დარბილებამდე. 

სუფრაზე მიტანის წინ დაასერვირეთ ცოცხალი ოხრახუშით. 

 

მორინგას სმუზი   

მორინგა სუპერსაკვებია, რომელიც მდიდარია A, C, E ვიტამინებით, კალციუმით და რკინით. დაბალკალორიული მორინგა იდეალური დანამატია ნებისმიერ საუზმეში, სასმელსა თუ საკონდიტრო ნაწარმში. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ამიტომ წონის კლების მსურველთათვის ერთ-ერთი იდეალური პროდუქტია. 

„ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში, სხვა სუპერფუდებთან ერთად, მორინგას ფხვნილის შეძენაც არის შესაძლებელი. 

ინგრედიენტები: 

  • 1 მწიფე ბანანი
  • 1 სუფრის კოვზი მორინგას ფხვნილი 
  • 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
  • ტოპინგი: დაჭრილი ნუში, გახეხილი ქოქოსი, გოჯი ბერი

 

ბლენდერში მოათავსეთ მწიფე ბანანი, მორინგას ფხვნილი, ბერძნული იოგურტი და თაფლი. 

დააბლენდერეთ, სანამ გლუვ და კრემისებრ კონსისტენციას არ მიიღებთ. გადაიტანეთ ჭიქაში, მოაყარეთ დაჭრილი ნუში, გახეხილი ქოქოსი და გოჯი ბერი.

ჯანსაღი და დაბალკალორიული პროდუქტების მომარაგება „ჩემი მარაგის" ონლაინმაღაზიიდან არის შესაძლებელი, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინშეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

  • 032 2 42 47 97
  • www.chemimaragi.ge 
  • www.facebook.com/chemimaragi 

R