ის იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალი, ამერიკული მუსიკის ხატი. შეეძლო ისეთი მაცდუნებელი და ჰიპნოზური მუსიკის შექმნა, რომ მსმენელს დროისა და სივრცის შეგრძნება დაეკარგა.
ნინა სიმონე 1933 წლის 21 თებერვალს ტრიონში, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა. დედამისი მეთოდისტი მსახური იყო, მამა კი - ხელოსანი. ნინა რვა შვილიდან მეექვსე იყო.
ფორტეპიანოზე დაკვრა ნინა სიმონემ 4 წლის ასაკში დაიწყო. ის, რომ პატარა გოგონა განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული, მისმა პედაგოგმა თავიდანვე შეამჩნია და მისი სწავლის გასაგრძელებლად სპეციალური ფონდი ჩამოაყალიბა. შეგროვებული სახსრების დახმარებით ნინა სიმონემ სპეცსკოლა დაამთავრა. შემდეგი ნაბიჯი მის კარიერაში ფილადელფიის პრესტიჟულ მუსიკალურ კურტისის ინსტიტუტში ჩაბარება იყო, რისთვისაც კერძო პედაგოგებთან ინტენსიურად ემზადებოდა, თუმცა ინსტიტუტში ნინა სიმონე არ მიიღეს, რასაც თავად მუსიკოსი რასობრივი დისკრიმინაციით ხსნის.
ნინა სიმონე ამის შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ჯულიარდის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა.
სწავლის საფასურის დასაფარად მუსიკოსს უწევდა ნიუ-ჯერსის შტატში, ატლანტიკ სითიში, ერთ-ერთ ბარში დაკვრა და სიმღერა. სწორედ აქ 1954 წელს მან სასცენო სახელი ნინა სიმონე დაირქვა. სახელი ნინა ესპანურიდან აიღო, რაც პატარას ნიშნავს, ხოლო სიმონე კი გამოჩენილი ფრანგი მსახიობის, სიმონა სინიორეს პატივსაცემად დაირქვა. მისი რეპერტუარი მდიდარი იყო ჯაზით, ბლუზით და კლასიკური ნაწარმოებებით, რამაც ადგილობრივად მას ძალზე დიდი წარმატება მოუტანა.
სიმონეს ჯაზის, ბლუზისა და კლასიკური მუსიკის ნაზავმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ოცდაოთხი წლის ასაკში ნინა ჩამწერი ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მალე კონტრაქტი გააფორმა Colpix Records-თან და ჩაწერა უამრავი სტუდიური და ცოცხალი ალბომი.
1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომი (I Put Spell on You), რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell on You) (Feeling Good)და (Ne Me Quitte Pa).1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკის ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს. ნინა სიმონე პირადად იცნობდა მარტინ ლუთერ კინგს, ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს. ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით Mississippi Goddam.
1970 წელს ნინა სიმონემ დატოვა ამერიკა და 10 წლის განმავლობაში ხან ლიბერიაში, ხან კი ბარბადოსში, ინგლისში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. აქაც ის აქტიურად განაგრძობდა მუშაობას როგორც საკონცერტო ტურებზე, ისე კრებულებზე.
ნინა სიმონე საფრანგეთში 2003 წლის 21 აპრილს, ძილში გარდაიცვალა.
სიმონეს კარიერა ნამდვილად დაიძრა მას შემდეგ, რაც 1961 წელს ცოლად გაჰყვა ყოფილ პოლიციელს, სახელად ენდი სტროუდს: "ჩემი გადმოსახედიდან, თუ ენდის ცოლად გავყვებოდი, ის შეძლებდა ჩემ დაცვას ყველაფრისგან, გარდა საკუთარი თავისა", - წერდა ნინა.
სიმონე სულ უფრო მეტად ჩაერთო სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში, მის მენტორებს შორის იყვნენ ჯეიმს ბოლდუინი, ოდეტა, ლენგსტონ ჰიუზი და მისი ძვირფასი მეგობარი ლორეინ ჰანსბერი, რომელთან ერთადაც ის ხშირად საუბრობდა ლენინის, მარქსისა და რევოლუციის შესახებ და ამას "real girls talk” (ნამდვილი გოგოების საუბარი) უწოდებდა.
”ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ დროს, აკეთებდნენ იგივეს, რაც მე გავაკეთე - ცხოვრობდნენ და სუნთქავდნენ რევოლუციას. ისინი მოგიყვებიან იმავე ისტორიებს, თუ როგორ ქრებოდა მათი პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში,”- წერდა ნინა.
ამ პერიოდში სიმონემ უამრავი მეგობარი შეიძინა, იყო მხიარული და ჩანდა, რომ ცხოვრებით ტკბობასაც ახერხებდა, თუმცა მოგვიანებით მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. ნინა ძალას არ იშურებდა ამ ფსიქიკური პრიბლემის დასაძლევად, მაგრამ მდგომარეობა მარტივი არ იყო. თავად ერთ-ერთ შემთხვევას ასე იხსენებდა: "ენდი ჩემს საგრიმიოროში შემოვიდა. დაინახა, როგორ ვიყურებოდი სარკეში და ვიკეთებდი მაკიაჟს თმაზე, ყავისფერ მაკიაჟს, რადგან მინდოდა, მთელი სხული ერთი ფერის მქონოდა. ენდი ცდილობდა, რომ ამ მგომარეობიდან გამოვერკვიე, თუმცა მე უცნაუ ფრაზებს ვამბობდი, აგალითად იმას, რომ ბებია მოდე ვიყავი, რომ მქონდა ხილვები ლაზერის სხივებისა და სამოთხის შესახებ და ყვეგან ვახსენებდი კანის ფერს...."
60-ინი წლების ბოლოს ნინას ცხოვრების განსაკუთრებით რთული ეპერიოდი დადგა, რაც, ნაწილობრივ სამოქალაქო უფლებებისთვის სტაგნაციური ბრძოლის გამოც მოხდა: "ამერიკამ მეც მიღალატა და ჩემს ხალხსაც, ჩვენი იმედები გადათელა, მე ენდიმაც მიღალატა... ვგრძნობდი, თითქოს ყველა მხრიდან თავს მესხმოდნენ: მთელი მსოფლიო ნინა სიმონეს წინააღმდეგ", - წერდა ის.
1969 წელს ნინა უკან, ბარბადოსში დაბრუნდა და ქმარი და შვილი დატოვა. მოულოდნელი იყო, რომ ნინამ უარი თქვა მამაზეც მას შემდეგ, რაც მამისგან მოისმინა, რომ ოჯახზე ის ზრუნავდა, ნინამ კი იცოდა, რომ ერთადერთი, ვინც მათ ოჯახზე ზრუნავდა, დედა იყო: "სამზარეულოში შევედი და ვუთხარი, რომ ის ჩემი მამა აღარ იყო, რადგან უარვყავი. იმ მომენტიდან მე არ მყავდა მამა", - იხსენებდა სიმონე.
ნინამ ეს პირბა ბოლომდე შეასრულა - როცა მამამისი კვდებოდა, ის მასთან არ ჩასულა. მიუხედავად ოჯახის დიდი თხოვნისა, მამის ნახვაზე უარი თქვა და ზუსტად იმ დღეს, როცა მამა ჩრდიოლეთ კაროლინაში გარდაეცვალა, თვითონ ვაშინგტონში კონცერტი გამართა. ნინამ მამაზე დაწერილი სიმღერა შეასრულა, რომლის ბოლო ფრაზაც ბევრ რამეზე მიანიშნებდა: “When he passed away, I smoked and drank all day. Alone. Again. Naturally”("როცა ის გარდაიცვალა, მე მთელი დღის მანძინზე ვსვამდი და ვეწეოდი. მარტო. ისევ. როგორც ყოველთვის").