„მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი; პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს" - თამუნა ნიკოლაძე - Marao

„მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი; პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს" - თამუნა ნიკოლაძე

2024-05-16 09:41:26+04:00

„ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მსახიობი თამუნა ნიკოლაძე იყო. თამუნა ნიკოლაძემ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

კითხვაზე, მოუწია თუ არა როდისმე პირადსა და პროფესიას შორის არჩევანის გაკეთება, თამუნა ნიკოლაძე პასუხობს:

„მგონია, რომ ჩემს პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი. პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მცდელობები არ მქონდა ან არ მინდოდა. იყო სურვილები, რომელთა გამოც ბევრი ვიბრძოლე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა...

მგონია, რომ ქალმაც და კაცმაც დრო უნდა გადაანაწილონ და კარიერასაც და პირადსაც თანაბრად უნდა დაუთმონ დრო. რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს შესაძლებელია

მსახიობმა გაიხსენა ისტორია, როდესაც სიყვარული პირველად აუხსნეს.

  • "გული მტკენია, ჩემამდე ცუდი ხმებიც მოსულა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი რამ გავატარო" - თამუნა ნიკოლაძე 
  • "ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო დიდი, სა­ო­ცა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, მაგ­რამ ცოტა სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ..." - თამუნა ნიკოლაძე კარიერასა და პირად ცხოვრებაზე 

„ძალიან კარგი ადამიანი იყო (ახლა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია). „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო? მეც მომწონდა, მაგრამ მორიდებულად ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“... ბევრჯერ და ერთნაირად სიყვარული ჩემთვის წარმოუდგენელია, მე არ გამომდის. ოჯახი რომ შევქმენი, საკმაოდ მოზრდილი გოგონა ვიყავი და ძალიან შეყვარებული. დაშორების მერე პროფესია ძალიან დამეხმარა. რთული პერიოდი მქონდა. ჯანმრთელობაზეც იმოქმედა ნერვიულობამ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაშინ როგორც განვიცადე, ამდენიც არ იყო საჭირო“, – ამბობს მსახიობი. 

თამუნა ნიკოლაძე

თამუნა ნიკოლაძე „თავისუფალი თეატრის“ მსახიობია. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტისა დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი 1999 წელს. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია პოპულარული ტელესერიალით „შუა ქალაქში“. მისი როლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან - მსახიობს შეუძლია როგორც კომედიური, ასევე ტრაგიკული როლების მორგება.