რადიო ფორტუნას ეთერში მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიაში ცხოვრებაზე, პროფესიასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს:
„ირლანდიაში ძალიან თბილად მიმიღეს. ირლანდიელ ხალხს ძალიან ვუყვარვარ”.
„ბევრი მეკითხება შენ არ მოგიგია „ცეკვავენ ვარსკვლავებიო“? არ მომიგია და ამას ჩემთვის არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა”.
„ცომი და შაქარი ამოღებული მაქვს რაციონიდან“.
„ბაზუკა როცა ხედავს, რომ ბარგს ვალაგებ, ხვდება, რომ მივდივარ და იქ კატასტროფა იწყება ხოლმე“.
სალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან". ცეკვა საკმაოდ გვიან 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე.
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.
2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.